"პსჟ" უშანსოდ დაამარცხეს - "ჩელსი" მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულია
"პსჟ" უშანსოდ დაამარცხეს - "ჩელსი" მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულია

ფინალში „ჩელსიმ“ სრული დომინანტობა დაამტკიცა. უკვე მე-22 წუთზე კოულ პალმერმა ანგარიში გახსნა მალო გუსტოს პასით, ხოლო რვა წუთში ლივაი კოლუილის საგოლე გადაცემით დუბლი შეასრულა. პირველ ტაიმში მესამე გოლიც გავიდა – ჟოაო პედრომ თავი პალმერის საგოლე პასით გამოიჩინა.
მატჩი ხვიჩა კვარაცხელიასთვის, რომელიც პარიზელთა ძირითად შემადგენლობაში იყო, ტურნირის დასკვნითი აღმოჩნდა. მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე, მის დარტყმას სახიფათო მომენტი მოჰყვა, მაგრამ რობერტ სანჩესმა ბურთი მეკარის სუსტი რეაქციის მიუხედავად მაინც აირიდა. 58-ე წუთზე კვარაცხელია მოედნიდან ბრედლი ბარკოლამ შეცვალა. ქართველმა შემტევმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ერთი გოლი და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.
მატჩის ბოლო წუთებში "პარი სენ-ჟერმენი" რიცხვობრივ უმცირესობაში დარჩა – ჟოაო ნევეში მარკ კუკურელიას თმაზე მოქაჩვის გამო გააძევეს.
ამრიგად, "ჩელსიმ“ ტურნირი ისტორიაში მეორედ მოიგო – პირველად ლონდონელებმა ტიტული 2021 წელს დაისაკუთრეს. ამ მაჩვენებლით ინგლისური კლუბი მიუნხენის "ბაიერნსა“ და "კორინთიანსს“ გაუთანაბრდა. ფიფა-ს კლუბთა მსოფლიო პირველობა ყველაზე მეტჯერ – ხუთჯერ – მადრიდის "რეალს“ აქვს მოგებული, ხოლო "ბარსელონას“ აქტივში სამი ტიტულია.
შეგახსენებთ, რომ წლევანდელი გათამაშება ფიფა-მ განახლებულ ფორმატში – 32 გუნდის მონაწილეობით ჩაატარა. მომდევნო ჩემპიონატი 2029 წელს გაიმართება. მასპინძელი ქვეყანა ჯერჯერობით უცნობია.
What's Your Reaction?






