პსჟ შეუჩერებლია - ხვიჩას გუნდის მორიგი რეკორდი

პარი სენ-ჟერმენმა კიდევ ერთი შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა – ფრანგულმა გრანდმა ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში...

ივლ. 10, 2025 - 14:57
 0
პსჟ შეუჩერებლია - ხვიჩას გუნდის მორიგი რეკორდი
პარი სენ-ჟერმენმა კიდევ ერთი შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა – ფრანგულმა გრანდმა ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში მადრიდის „რეალი“ ანგარიშით 4:0 დაამარცხა და ერთ სეზონში გამარჯვებების რაოდენობით კლუბის ახალი რეკორდი დაამყარა.

აღნიშნული მაჩვენებელი სტატისტიკური სააგენტო Opta Jean-მა დააფიქსირა. მათი ინფორმაციით, ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით პარიზელებმა 2024/25 წლების სეზონის სტარტიდან მოყოლებული 64 მატჩში 49 გამარჯვება მოიპოვეს ყველა ტურნირზე, რაც კლუბის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

მანამდე, მსგავსი მიღწევა პსჟ-ს მხოლოდ 2015/16 წლების სეზონში ჰქონდა, როდესაც ლორან ბლანის თავკაცობით 59 მატჩიდან 47 მოიგო.

ყველაზე წარმატებული ასპარეზი ფრანგებისთვის კვლავ ადგილობრივი ლიგა 1 აღმოჩნდა, სადაც გუნდმა 26 გამარჯვება იზეიმა. ამას მოსდევს ჩემპიონთა ლიგა (11 მოგება), საფრანგეთის თასი (6), საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი (5) და სუპერთასი (1).

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow