პსჟს ახალი სტადიონი ექნება - რა გეგმა აქვს კლუბის პრეზიდენტს

ფრანგული მედიის ცნობით, პსჟ ახალ სტადიონს აშენებს, რასაც თავად კლუბი ადასტურებს. ამჟამად გუნდი „პარკ დე ფრანსზე“ თამაშობს, რომელიც...

ივნ. 12, 2025 - 16:27
 0
პსჟს ახალი სტადიონი ექნება - რა გეგმა აქვს კლუბის პრეზიდენტს
ფრანგული მედიის ცნობით, პსჟ ახალ სტადიონს აშენებს, რასაც თავად კლუბი ადასტურებს. ამჟამად გუნდი „პარკ დე ფრანსზე“ თამაშობს, რომელიც პარიზის მერის საკუთრებაა და კლუბს ქირა წლიურად 1.5 მილიონი ფუნტი უჯდება.

პსჟ-ს ორი ადგილი აქვს ახალი არენის ასაშენებლად: პარიზის სამხრეთით მდებარე მასია და დასავლეთით პუასი, სადაც კლუბის სავარჯიშო ბაზაა. მშენებლობის ხარჯი შესაძლოა 740 მილიონ ფუნტს აღემატებოდეს.

კლუბის პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ აღნიშნა, რომ „პარკ დე ფრანსი“ 50 000 მაყურებელზე ნაკლებს იტევს და კონკურენტებს ჩამორჩება. ამიტომ პსჟ-ს უფრო დიდი სტადიონი სჭირდება, რომელიც 3-4 წელიწადში მზად იქნება.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow