"პსჟს საუკეთესო ფეხბურთელია" - ვინ გამოარჩია ლუის ენრიკემ

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში „პარი სენ-ჟერმენმა“ მადრიდის „რეალი“ დამაჯერებლად, 4:0 დაამარცხა. შეხვედრის შემდეგ...

ივლ. 10, 2025 - 18:57
 0
"პსჟს საუკეთესო ფეხბურთელია" - ვინ გამოარჩია ლუის ენრიკემ
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში „პარი სენ-ჟერმენმა“ მადრიდის „რეალი“ დამაჯერებლად, 4:0 დაამარცხა. შეხვედრის შემდეგ პარიზელთა თავკაცმა, ლუის ენრიკემ, განსაკუთრებით უსმან დემბელეს თამაში შეაქო.

"ჩემი აზრით, დემბელე გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია, თანაც დიდი უპირატესობით, უსმანი ყველა ჯილდოს მოგებას იმსახურებს, რადგან გუნდისთვის აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებს.

პირველივე მატჩში, რომელიც ძირითადში დაიწყო, მან გუნდისთვის უდიდესი წვლილი შეიტანა. მისი უნარები თამაშის მიმდინარეობას მთლიანად ცვლის,
" – განაცხადა ენრიკემ.

შეგახსენებთ, დემბელე ოქროს ბურთის მოგების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow