ჟან-ნოელ ბარო – ევროპამ აშშ-ს უკრაინასთან დაკავშირებით თავისი „წითელი ხაზები“ წარუდგინა

ევროპულმა ქვეყნებმა შეერთებულ შტატებს უკრაინაში ომის დასრულების მოლაპარაკებებში თავიანთი „წითელი ხაზები“ წარუდგინეს, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ Franceinfo-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები, რომელიც დღეს ლონდონში გაიმართება, უკრაინული და ევროპული მხარეებისთვის იქნება შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ გამოხატონ თავიანთი მოლოდინები და „წითელი ხაზები. „ერთადერთი მიზანი, რაც […]

აპრ. 23, 2025 - 08:57
 0
ჟან-ნოელ ბარო – ევროპამ აშშ-ს უკრაინასთან დაკავშირებით თავისი „წითელი ხაზები“ წარუდგინა

ევროპულმა ქვეყნებმა შეერთებულ შტატებს ში ომის დასრულების მოლაპარაკებებში თავიანთი „წითელი ხაზები“ წარუდგინეს, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ Franceinfo-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები, რომელიც დღეს ლონდონში გაიმართება, უკრაინული და ევროპული მხარეებისთვის იქნება შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ გამოხატონ თავიანთი მოლოდინები და „წითელი ხაზები.
„ერთადერთი მიზანი, რაც ჩვენ გვაღელვებს, ფრანგი ხალხის ინტერესების დაცვა და ევროპისა და საფრანგეთის უსაფრთხოებაა. სწორედ ამიტომ, მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა შუამავლის როლის შესრულება, ჩვენ მათ ვაცნობთ ჩვენს წითელ ხაზებს, იმას, თუ რას არ დავთმობთ“, – აღნიშნა საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow