რა ცვლილებები შედის „ინოვაციების შესახებ“ კანონში?

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „ინოვაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაზე იმსჯელა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის განმარტებით, კანონპროექტი ეხება ინოვაციური საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების სამართლებრივი სტატუსების განსაზღვრას. „შემოდის სამი ახალი სტატუსი: ინოვაციური სტარტაპი, ინოვაციური მცირე და საშულაო კომპანია და კვლევებისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანია ,რომლებთან მიმართებითაც განხორციელდება შესაბამისი საგადასახადო შეღავათები“, – განაცხადა მომხსენებელმა. მისი თქმით, […]

აპრ. 28, 2025 - 21:57
 0
რა ცვლილებები შედის „ინოვაციების შესახებ“ კანონში?

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „ინოვაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაზე იმსჯელა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის განმარტებით, კანონპროექტი ეხება ინოვაციური საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების სამართლებრივი სტატუსების განსაზღვრას.
„შემოდის სამი ახალი სტატუსი: ინოვაციური , ინოვაციური მცირე და საშულაო კომპანია და კვლევებისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანია ,რომლებთან მიმართებითაც განხორციელდება შესაბამისი საგადასახადო შეღავათები“, – განაცხადა მომხსენებელმა.
მისი თქმით, კანონპროექტის მიღების აუცილებლობა განპირობებულია ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის ფარგლებში, ისეთი სტარტაპ გარემოს ფორმირების საჭიროებით, რომელიც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოში ახალი სტარტაპების დაფუძნებას, საერთაშორისო სტარტაპების მოზიდვას, სტარტაპებში ინვესტიციების შემოდინებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ხოლო, მეორე მხრივ, წაახალისებს საქართველოში უკვე დაფუძნებულ სტარტაპებს.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow