რა ხდება წულუკიანის სახლთან და ვინ იცავს ოცნების მინისტრს ხალხისგან?

თეა წულუკიანის სახლთან, ქართველ გმირზე, ანწუხელიძეზე კიდევ ერთი კომენტარის გამო, აღშფოთებული, შეურაცხყოფილი მოქალაქეები სპონტანურად შეიკრიბნენ. ადგილზე მობილიზებულია დიდი ოდენობით საპოლიციო ძალები. სოციალურ ქსელში წერენ, რომ “ზოგიერთ პოლიციელს რცხვენია სახის გამოჩენა, ალბათ შერჩათ იოტისოდენა ნამუსი.” ვრცელდება ვიდეო, სადაც პოლიციელები მოქალაქეებს დაკავებებით ემუქრებიან და ახლა, ღამის 02.30 საათზე, გზის გადაკეტვაში სდებენ ბრალს, მოქალაქეები პასუხობენ, რომ გზას  პოლიციელები […] The post რა ხდება წულუკიანის სახლთან და ვინ იცავს ოცნების მინისტრს ხალხისგან? appeared first on .

აპრ. 12, 2025 - 05:57
 0
რა ხდება წულუკიანის სახლთან და ვინ იცავს ოცნების მინისტრს ხალხისგან?

თეა წულუკიანის სახლთან, ქართველ გმირზე, ანწუხელიძეზე კიდევ ერთი კომენტარის გამო, აღშფოთებული, შეურაცხყოფილი მოქალაქეები სპონტანურად შეიკრიბნენ.

ადგილზე მობილიზებულია დიდი ოდენობით საპოლიციო ძალები.

სოციალურ ქსელში წერენ, რომ “ზოგიერთ პოლიციელს რცხვენია სახის გამოჩენა, ალბათ შერჩათ იოტისოდენა ნამუსი.”

ვრცელდება ვიდეო, სადაც პოლიციელები მოქალაქეებს დაკავებებით ემუქრებიან და ახლა, ღამის 02.30 საათზე, გზის გადაკეტვაში სდებენ ბრალს, მოქალაქეები პასუხობენ, რომ გზას  პოლიციელები კეტავენ და თავად ტროტუარზე დგანან.

მოქალაქეები წერენ, რომ ადგილზე მივიდნენ რუსთავი2-ის, პოსტტვ-ის და იმედის გადამღები ჯგუფები.

“წულუკიანის სახლთან, ყველა პროპაგანდისტული არხი რომ აქაა, სადაა ოპოზიციური არხები?!” – წერენ ჯგუფ “ჩაანაცვლე”- ში. მოგვიანებით, იგივე ჯგუფში დაიწერა რომ ფორმულას და პუბლიკას გადამღები ჯგუფები იყვნენ ადგილზე მისულნი.

კომენტარებში ადამიანები, ვინც ვერ მოახერხა სახელდახელოდ გასვლა, წერენ:

“ვინც ამ შუაღამეს ამ წვიმაში ასე უცბად მობილიზდით და #ჯალა_თეა-ს სახლთან გაქანდით, თქვენც #გმირები ხართ, მადლობა და პატივისცემა.”

ცნობისთვის, ბოლო პერიოდი განსაკუთრებულად ცდილობენ ოცნების წევრები თუ მხარდამჭერები ანწუხელიძეზე ისეთი კომენტარების გაკეთებას, რომლებიც ხალხს შეურაცხყოფს.

განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებიან ანწუხელიძის სტენსილებსა თუ ქანდაკებებს. ასევე, იყო შემთხვევა, როცა დააკავა პოლიციამ პირი, ვინც ანწუხელიძის დაზიანებული სტენსილის აღდგენას ცდილობდა.

დააკავეს გოგონა ასევე, რომელიც ტროტუარზე იდგა ხელში ბანერით: ანწუხელიძე უკვდავია! და ეს კადრები ყველამ ვიხილეთ.

ბოლო პერიოდში, გარდა იმ რიტორიკისა, თითქოს საქართველომ თავის მიწაზე თავად დაიწყო ომი, იმდენად ხშირად, უადგილოდ, შეურაცხმყოფელ კონტექსტში ახსენებენ ქართველ გმირებს, რომ ანწუხელიძის მეუღლე, იძულებული გახადეს, ის დაეწერა, რაც, წესით, ისედაც ცხადი უნდა იყოს:

“ომი რუსეთმა და სეპარატისტებმა დაიწყეს, ჩემი ქვეყანა თავს იცავდა თავის მიწაზე!
ისედაც ცხადი ეს ამბავი კი გამოიძია და საფუძვლიანი დასკვნით გაამყარა მსოფლიოს კომპეტენტურმა, სამხედრო გამოცდილების მქონე, სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლობითმა, სპეციალურმა ორგანომ–ჰააგის ტრიბუნალმა!
მადლობა ყველას, ვისთვისაც ფასეულია ჩვენი გმირების ღვაწლი, ხოლო მათი ოჯახების ტკივილი გაზიარებული. ჩემთვის, გიორგის და სხვა დაღუპული სამხედროების, პოლიციელების, სამოქალაქო პირების ტრაგიკულად შეწყვეტილ სიცოცხლეზე პასუხისმგებლი არის მხოლოდ რუსეთი და მის მიერ წახალისებული სეპარატისტები ჩვენს მიწაზე.
ვემსახურები საქართველოს! “

,, ყველა ბავშვს სჭირდება თავისი მშობელი სახლში და არა უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის” – წულუკიანი ანწუხელიძეზე

The post რა ხდება წულუკიანის სახლთან და ვინ იცავს ოცნების მინისტრს ხალხისგან? appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow