რაშფორდი ბარსელონაში სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის

ინგლისელი ფორვარდი მარკუს რაშფორდი უკვე ბარსელონაშია და დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის. წარმატებული გასინჯვის შემდეგ...

ივლ. 21, 2025 - 17:57
 0
რაშფორდი ბარსელონაში სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის
ინგლისელი ფორვარდი მარკუს რაშფორდი უკვე ბარსელონაშია და დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის. წარმატებული გასინჯვის შემდეგ, ის კონტრაქტს ხელმოწერს.

როგორც ესპანური მედია იუწყება, ფეხბურთელის ოფიციალური წარდგენა ხვალაა დაგეგმილი. რაშფორდი "ბარსელონაში" იჯარის წესით ითამაშებს, ხოლო სეზონის ბოლოს კლუბს მისი გამოსყიდვის უფლება ექნება.

27 წლის ფორვარდი "მანჩესტერ იუნაიტედის" აკადემიის აღზრდილია. ბოლოს ის "ასტონ ვილაში" ასპარეზობდა, სადაც 17 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow