"რაც დრო გავა, მით უფრო დაღვინდება" - ფრანგები კვარას თამაშს აფასებენ

"რაც დრო გავა, მით უფრო დაღვინდება" - ფრანგები კვარას თამაშს აფასებენ

თებ. 20, 2025 - 04:56
 0
"რაც დრო გავა, მით უფრო დაღვინდება" - ფრანგები კვარას თამაშს აფასებენ
ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენმა ბრესტი ჩემპიონთა ლიგაზე 7:0 გაანადგურა, ქართველმა ფეხბურთელმა კი გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.

აი, როგორ აფასებენ კვარას თამაშს პარიზელი ქომაგები სოციალურ ქსელში:

"ბურთს რომ იღებს, ყოველთვის ჭკვიანურად თამაშობს"

"რაც დრო გავა, მით უფრო დაღვინდება და დაბრძენდება, დიდებული ბიჭია"

"გუნდი გემრიელი ტორტივითაა, კვარა კი ტორტის თავზე ალუბალია"

"დიდი სიამოვნებაა ამ გუნდის ყურება, შეტევის ხაზი გამაოგნებელია"

"მონაცვლეობით ყველა ერთმანეთზე უკეთესები არიან, კვარას ტრანსფერი კი გუნდს შესანიშნავად გამოადგა"

"დაცვაშიც დარბის და შეტევაშიც აკეთებს საქმეს, ბრავო კვარა"

"ხვიჩამ ბოლომდე დამაჯერა, რომ თასის აღმართვა შეგვიძლია", - წერენ ფანები.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow