რეალ მადრიდი იმედს არ კარგავს - ვირცის ტრანსფერში სამეფო კლუბს ჩაბი ალონსოს იმედი აქვს

მადრიდის „რეალი“ სერიოზულ ყურადღებას კვლავაც ამახვილებს ლევერკუზენის „ბაიერის“ გამორჩეულ ნახევარმცველზე, ფლორიან ვირტცზე...

მაი. 29, 2025 - 17:57
 0
რეალ მადრიდი იმედს არ კარგავს - ვირცის ტრანსფერში სამეფო კლუბს ჩაბი ალონსოს იმედი აქვს
მადრიდის „რეალი“ სერიოზულ ყურადღებას კვლავაც ამახვილებს ლევერკუზენის „ბაიერის“ გამორჩეულ ნახევარმცველზე, ფლორიან ვირტცზე. მიუხედავად იმისა, რომ „ლივერპული“ ამ ეტაპზე ტრანსფერის ფავორიტად მიიჩნევა, ესპანური გრანდი პოზიციების დასაკარგად არ არის მზად.

როგორც ესპანური გამოცემა AS იუწყება, „რეალში“ ფიქრობენ, რომ ვირტცის მადრიდში გადმოსვლის შანსი მნიშვნელოვნად გაიზარდა მას შემდეგ, რაც კლუბი ჩაბი ალონსომ ჩაიბარა - ახალგაზრდა შემტევი ალონსოს ხელმძღვანელობით საოცარ ფორმაშია და მათ შორის უკვე მყარი პროფესიული ურთიერთობაც ჩამოყალიბდა.

2024/25 წლების სეზონში ვირტცმა ბრწყინვალე სტატისტიკა აჩვენა — მან ყველა ტურნირზე ერთად 45 მატჩი ჩაატარა, 16 გოლი გაიტანა და 15 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, რაც ევროპის ტოპ კლუბებისთვის სიგნალია, რომ გერმანელი ნახევარმცველი მზადაა კიდევ უფრო მაღალ დონეზე ასპარეზობისთვის.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow