"რეალის" ინტერესი როდრიზე დადასტურდა - როგორია ესპანელის პოზიცია

"რეალის" ინტერესი როდრიზე დადასტურდა - როგორია ესპანელის პოზიცია

აპრ. 25, 2025 - 03:27
 0
"რეალის" ინტერესი როდრიზე დადასტურდა - როგორია ესპანელის პოზიცია
ბოლო დროს არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მადრიდის "რეალს" ინტერესს იწვევდა „მანჩესტერ სიტის“ ცენტრალური ნახევარმცველი, როდრი. ესპანური მედიის ცნობით, "სამეფო კლუბი" რეალურ ინტერესს გამოხატავს ინგლისური გრანდის ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელის მიმართ.

თუმცა თავად როდრიმ საჯაროდ დააფიქსირა თავისი პოზიცია – მან განუცხადა მედიას, რომ "მანჩესტერ სიტის" დატოვებას არ გეგმავს და კლუბის ერთგული რჩება. მისი თქმით, გუნდის ნაწილი დარჩენა მისთვის ამ ეტაპზე პრიორიტეტულია.

ცნობისთვის, რომ 2023 წლის სექტემბერში ესპანელმა მოთამაშემ მძიმე ტრავმა მიიღო – მას მუხლის ჯვარედინი მყესები დაეზიანა, რის გამოც მოედანს ჩამოშორებულია და მას შემდეგ ოფიციალურ მატჩში არ გამოჩენილა.

აღსანიშნავია, რომ როდრის მოქმედი კონტრაქტი "მანჩესტერ სიტისთან" ძალაშია 2027 წლის ზაფხულამდე, რაც ნიშნავს, რომ კლუბი მის შენარჩუნებას მინიმუმ კიდევ რამდენიმე სეზონით აპირებს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow