რომის პაპი ისრაელსა და ირანს დიალოგისკენ მოუწოდებს

რომის პაპი, ლეო XIV ისრაელისა და ირანის ხელისუფლებებს „გონივრული“ მოქმედებისა და დიალოგისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. წმინდა პეტრეს ბაზილიკაში შეკრებილ მრევლს პონტიფიკოსმა განუცხადა, რომ მოვლენებს „დიდი წუხილით აკვირდება“. „ასეთ რთულ დროს მსურს დაჟინებით მოვუწოდო მათ [ისრაელსა და ირანს] პასუხისმგებლობისა და გონიერებისკენ“, – დასძინა რომის პაპმა. „უფრო უსაფრთხო, ბირთვული საფრთხისგან თავისუფალი სამყაროს მშენებლობა ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული შეხვედრებითა და […] The post რომის პაპი ისრაელსა და ირანს დიალოგისკენ მოუწოდებს appeared first on .

ივნ. 14, 2025 - 18:57
 0
რომის პაპი ისრაელსა და ირანს დიალოგისკენ მოუწოდებს

რომის პაპი, ლეო XIV ისრაელისა და ირანის ხელისუფლებებს „გონივრული“ მოქმედებისა და დიალოგისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

წმინდა პეტრეს ბაზილიკაში შეკრებილ მრევლს პონტიფიკოსმა განუცხადა, რომ მოვლენებს „დიდი წუხილით აკვირდება“.

„ასეთ რთულ დროს მსურს დაჟინებით მოვუწოდო მათ [ისრაელსა და ირანს] პასუხისმგებლობისა და გონიერებისკენ“, – დასძინა რომის პაპმა.

„უფრო უსაფრთხო, ბირთვული საფრთხისგან თავისუფალი სამყაროს მშენებლობა ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული შეხვედრებითა და გულწრფელი დიალოგით უნდა ხდებოდეს, რათა დაისადგუროს მდგრადმა მშვიდობამ, რომელიც სამართლიანობაზე, ძმობასა და საერთო კეთილდღეობაზე იქნება დაფუძნებული“, – თქვა ლეო XIV.

„არავინ არავის არსებობით არ უნდა ემუქრებოდეს“, – თქვა რომის პაპმა. „ყველა ქვეყნის ვალია – მშვიდობის საქმის მხარდაჭერა, შერიგების გზების ინიციირებითა და იმ გადაწყვეტილებების წინ წაწევით, რომელიც უსაფრთხოებისა და ყველასთვის ღირსებით გარანტორი იქნება“.

The post რომის პაპი ისრაელსა და ირანს დიალოგისკენ მოუწოდებს appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow