რომის პაპის მდგომარეობა დამძიმდა - ის განსაცდელშია
სააგენტო Reuters-ი ვატიკანზე დაყრდნობით ამბობს, რომ რომის პაპის მდგომარეობა დამძიმდა - Reuters-ის ინფორმაციით მას სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა და კვლავ ვენტილაციაზეა.ვატიკანის ცნობით, 88 წლის რომის პაპს სუნთქვის მწვავე უკმარისობის ორი ეპიზოდი ჰქონდა და სუნთქვაში დასახმარებლად კვლავ “არაინვაზიური მექანიკური ვენტილაცია“ უტარდება.ასევე, ვატიკანის ინფორმაციით, რომის პაპს ასთმის შეტევის მსგავსი ბრონქოსპაზმის ეპიზოდი ჰქონდა და მისი სასუნთქი გზების შესამოწმებლად ექიმებს ბრონქოსკოპიის ჩატარება დასჭირდათ.შეგახსენებთ, რომის პაპი ფრანცისკე, რომელიც ორივე ფილტვის ანთებას ებრძვის, მძიმე რესპირატორული ინფექციის გამო 14 თებერვალს რომის გემელის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ვატიკანის ცნობით, 88 წლის რომის პაპს სუნთქვის მწვავე უკმარისობის ორი ეპიზოდი ჰქონდა და სუნთქვაში დასახმარებლად კვლავ “არაინვაზიური მექანიკური ვენტილაცია“ უტარდება.
ასევე, ვატიკანის ინფორმაციით, რომის პაპს ასთმის შეტევის მსგავსი ბრონქოსპაზმის ეპიზოდი ჰქონდა და მისი სასუნთქი გზების შესამოწმებლად ექიმებს ბრონქოსკოპიის ჩატარება დასჭირდათ.
შეგახსენებთ, რომის პაპი ფრანცისკე, რომელიც ორივე ფილტვის ანთებას ებრძვის, მძიმე რესპირატორული ინფექციის გამო 14 თებერვალს რომის გემელის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
What's Your Reaction?






