რომის პაპმა ისრაელსა და ირანს დიალოგისკენ მოუწოდა

რომის პაპმა ისრაელსა და ირანს დიალოგისკენ მოუწოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი რომის პაპ ლეო XIV-ზე დაყრდნობით ავრცელებს. რომის პაპ ლეო XIV-ს განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს „დიდი შეშფოთებით“ აკვირდება. „მსგავს დელიკატურ მომენტში მსურს პასუხისმგებლობისა და გონიერებისკენ ჩემი მოწოდება კიდევ ერთხელ გავიმეორო. ბირთვული საფრთხეებისგან თავისუფალი უსაფრთხო სამყაროს შექმნისკენ სწრაფვა გულწრფელი დიალოგის გზით უნდა მოხდეს, […]

ივნ. 14, 2025 - 16:27
 0
რომის პაპმა ისრაელსა და ირანს დიალოგისკენ მოუწოდა

რომის პაპმა ისრაელსა და ირანს დიალოგისკენ მოუწოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი რომის პაპ ლეო XIV-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
რომის პაპ ლეო XIV-ს განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს „დიდი შეშფოთებით“ აკვირდება.
„მსგავს დელიკატურ მომენტში მსურს პასუხისმგებლობისა და გონიერებისკენ ჩემი მოწოდება კიდევ ერთხელ გავიმეორო. ბირთვული საფრთხეებისგან თავისუფალი უსაფრთხო სამყაროს შექმნისკენ სწრაფვა გულწრფელი დიალოგის გზით უნდა მოხდეს, რათა სამართლიანობაზე, ძმობასა და საყოველთაო კეთილდღეობაზე დაფუძნებული მდგრადი მშვიდობა შეიქმნას“, – განაცხადა რომის პაპმა.
მისი თქმით, „სხვის არსებობას საფრთხე არავინ უნდა შეუქმნას“.
„ყველა ქვეყნის მოვალეობაა, მხარი დაუჭიროს მშვიდობის საქმეს შერიგებისკენ მიმავალი გზების შექმნითა და ისეთი გადაწყვეტილებების ხელშეწყობით, რომლებიც ყველასთვის უსაფრთხოებასა და ღირსებას უზრუნველყოფს“, – აღნიშნა რომის პაპმა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow