"როცა ოქტაგონზე მხოლოდ მე და ის დავრჩებით.." - ილია თოფურია პედი პიმბლეტს ელოდება
"როცა ოქტაგონზე მხოლოდ მე და ის დავრჩებით.." - ილია თოფურია პედი პიმბლეტს ელოდება

ბრიტანელი მებრძოლი რეიტინგში მერვე პოზიციაზეა და UFC-ში გამართულ ყველა ბრძოლაში დამაჯერებლად გაიმარჯვა, რაც მას თანდათანობით სატიტულო საუბრის ობიექტად აქცევს.
ამ თემას თავად თოფურიაც შეეხო და არ პირდაპირი კომენტარიც არ დააყოვნა:
"გეიჯი და პიმბლეტი ჯერ ერთმანეთს უნდა შეხვდნენ, ან რომელიმემ სხვას მოუგოს, სანამ ჩემთან ბრძოლაზე დაიწყებენ ფიქრს. მაგრამ თუ პედი ჯასტინს დაამარცხებს, რატომაც არა? ეს UFC-ის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი დაპირისპირება იქნება" — თქვა ილიამ.
თუმცა ყველაზე მკვეთრი შეფასება, ტრადიციულად, ბოლო ფრაზაში გამოჩნდა:
"როცა ოქტაგონში მხოლოდ მე და ის დავრჩებით, მაგ ქერა ნაბი*ვარს ენას დავაჭერინებ!"
მათ შორის ძველი დაპირისპირებები და სიტყვიერი შეტაკებები კიდევ უფრო აძლიერებს ინტერესს ამ პოტენციური ბრძოლისთვის. თუ ილია ოლივეირას დაამარცხა, პიმბლეტი კი მორიგ წარმატებას მიაღწევს — არ არის გამორიცხული, რომ ეს ორთაბრძოლა რეალობად იქცეს და UFC-მ ერთ-ერთ ყველაზე სადავო დაპირისპირებას უმასპინძლოს.
ჯერ კი, ყველა თვალი 29 ივნისისკენაა მიმართული — თოფურია ოლივეირასთან ტიტულისთვის შევა ბრძოლაში და კარიერის მნიშვნელოვან გამოწვევას მიიღებს.
What's Your Reaction?






