რუდიგერს ელ კლასიკოს გამოტოვება ემუქრება

რუდიგერისთვის არც თუ ისე კარგი ამბებია

აპრ. 28, 2025 - 23:57
 0
რუდიგერს ელ კლასიკოს გამოტოვება ემუქრება
ანტონიო რუდიგერისთვის არც თუ ისე კარგი ამბებია. კოპა დელ რეის ფინალში ელ კლასიკოს წაგების შემდეგ, რუდიგერს ბარსელონასთან თამაშის გამოტოვება ემუქრება.

როგორც იცით, რეალს და ბარსას კიდევ ერთი თამაში აქვთ დარჩენილი. ლა ლიგაში მორიგი კლასიკო 11 მაისს უნდა შედგეს, სადაც მეტწილად გადაწყდება კიდეც პრიმერას გამარჯვებულიც.

ანტონიო რუდიგერისთვის ცუდი ისაა, რომ ფინალში მიღებული წითელი ბარათი, შესაძლოა, 4-მატჩიან დისკვალიფიკაციას უდრიდეს.

თუ აღნიშნული დადასტურდა, მაშინ რუდიგერი ლა ლიგის დარჩენილი 5 თამაშიდან მხოლოდ ერთს ითამაშებს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow