რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ჯორჯ სიმიონმა გაიმარჯვა, მეორე ტური 18 მაისს გაიმართება
რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ნაციონალისტმა კანდიდატმა, რუმინელთა გაერთიანების ალიანსის“ (AUR) ლიდერმა, ჯორჯ სიმიონმა გაიმარჯვა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, სიმიონი არჩევნებში ხმების 40.5 %-ი მოიპოვა. მეორე ადგილზე გავიდა ბუქარესტის ლიბერალი მერი, ნიკუსორ დანი ხმების, დაახლოებით, 21%-ით. მესამე ადგილზე კი მმართველი კოალიციის კანდიდატი, კრინ ანტონესკუა, რომელიც ბუქარესტის მერს შედეგებით მცირედით ჩამორჩა. არჩევნების მეორე ტური […]


რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ნაციონალისტმა კანდიდატმა, რუმინელთა გაერთიანების ალიანსის“ (AUR) ლიდერმა, ჯორჯ სიმიონმა გაიმარჯვა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სიმიონი არჩევნებში ხმების 40.5 %-ი მოიპოვა.
მეორე ადგილზე გავიდა ბუქარესტის ლიბერალი მერი, ნიკუსორ დანი ხმების, დაახლოებით, 21%-ით. მესამე ადგილზე კი მმართველი კოალიციის კანდიდატი, კრინ ანტონესკუა, რომელიც ბუქარესტის მერს შედეგებით მცირედით ჩამორჩა.
არჩევნების მეორე ტური 18 მაისს გაიმართება.
ცნობისთვის, ეს რუმინეთში ბოლო 6 თვეში მეორე საპრეზიდენტო არჩევნებია. გასული წლის ნოემბერში რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართა. დეკემბერში რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლო არჩევნების პირველი ტურის შედეგების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო, რის მიზეზადაც პირველ ადგილზე გასული ულტრამემარჯვენე კანდიდატის, კალინ ჯორჯესკუს სასარგებლოდ რუსეთის ჩარევა დაასახელეს. თებერვლის ბოლოს, ჯორჯესკუს ბრალი წაუყენეს ექვს დანაშაულში, მათ შორის, ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში. აღსანიშნავია, რომ ჯორჯესკუმ რუმინეთის პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის განაცხადი შეიტანა, თუმცა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მისი განაცხადი არ დააკმაყოფილა.
What's Your Reaction?






