რუსეთიდან იუწყებიან კურსკზე დრონებით მასირებული შეტევისა და მსხვერპლის შესახებ
რუსეთმა უკრაინა დაადანაშაულა ქალაქ კურსკზე უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებულ შეტევაში. კურსკის ოპერატიული შტაბის ტელეგრამ-არხზე 15 აპრილს, გამთენიისას გამოქვეყნებული ცნობით, ღამით „მშვიდობიან ინფრასტრუქტურაზე მიზანმიმართული დარტყმები“ იყო. შტაბის თანახმად, დრონებით შეტევის შედეგად დაიღუპა ერთი და დაიჭრა ცხრა ადამიანი, სამ ქუჩაზე ხანძრები გაჩნდა რამდენიმე მრავალბინიან სახლში, საიდანაც მობინადრეთა ევაკუაცია გახდა საჭირო. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, დრონებით დარტყმა იყო სასწრაფო...

What's Your Reaction?






