რუსეთის ტყვეობაში მყოფი მამუკა გაწერელიას ოჯახი დახმარებას ითხოვს
მამუკა გაწერელიას ოჯახი დახმარებას ითხოვს – რუსეთის ტყვეობაში მყოფი ქართველი მეომრის დედას ამ დრომდე არ აქვს ინფორმაცია, რას აკეთებს სახელმწიფო რუსულ კოლონიაში მყოფი ქართველი ახალგაზრდის დასახსნელად. გაწერელია ორთვიანი უკონტაქტობის შემდეგ საქართველოში მყოფ მშობლებს რუსეთის კოლონიიდან ადვოკატის მეშვეობით დაუკავშირდა, თუმცა დედას უკვირს, რატომ მოწერა შვილმა ასეთი პატარა წერილი. ადვოკატი შევიდა გუშინწინ და წერილი გამოგვიგზავნა გუშინ მამუკაზე. […]


მამუკა გაწერელიას ოჯახი დახმარებას ითხოვს – რუსეთის ტყვეობაში მყოფი ქართველი მეომრის დედას ამ დრომდე არ აქვს ინფორმაცია, რას აკეთებს სახელმწიფო რუსულ კოლონიაში მყოფი ქართველი ახალგაზრდის დასახსნელად.
გაწერელია ორთვიანი უკონტაქტობის შემდეგ საქართველოში მყოფ მშობლებს რუსეთის კოლონიიდან ადვოკატის მეშვეობით დაუკავშირდა, თუმცა დედას უკვირს, რატომ მოწერა შვილმა ასეთი პატარა წერილი.
ადვოკატი შევიდა გუშინწინ და წერილი გამოგვიგზავნა გუშინ მამუკაზე. ძალიან გაუხარდა ჩემი ნახვაო, ბევრ რამეზე ვილაპარაკეთო. იწერება, არ ინერვიულო დედა, მალე გამოვალ და ყველაფერი კარგად იქნებაო. ორი თვე არ გამოსულა კონტაქტზე, თან იწერება თანამშრომლები შეიცვალა და არ იციან წერილების გაგზავნაზე და ასეთ საკითხებზე, ახლა ეწყობიანო და შემდეგში უფრო ხშირად გამოვაგზავნი წერილებსო. ხელისუფლება ამ ინტერვიუების მერე ჯერ არც გამომხმაურებია. მოთხოვნა გვაქვს ის, რომ რაღაც მაინც გააკეთონ. მეოთხე წელი დაიწყო, რაც ტყვეობაშია. ძალიან მოკლე წერილი მოვიდა – მეც მიკვირს ასეთი პატარა წერილი რატომ დაწერა, მაგრამ ისევ შედის 28-ში მეორე ადვოკატი და იმედია, მერე მაინც ვრცლად მოგვწერს”, – ამბობს დედა.
უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლს, აფხაზეთიდან დევნილ 24 წლის მამუკა გაწერელიას პუტინის რეჟიმმა უვადო პატიმრობა მიუსაჯა. ახალგაზრდა კაცი ტყვედ 2022 წლის 20 მაისს ჩავარდა.
რუსეთში უვადო პატიმრობა მისჯილი ქართველი მებრძოლის ოჯახი უკრაინის და საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას თითქმის 3 წელია სთხოვს.
What's Your Reaction?






