რუსეთში ორი კვირით დააკავეს აფხაზი ოპოზიციონერი ადგურ არძინბა
რუსეთში დააპატიმრეს აფხაზი ოპოზიციონერი, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი ადგურ არძინბა. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ოკუპირებული აფხაზეთის პროსამთავრობო Telegram არხებით გავრცელდა, მოგვიანებით კი ამბავი ოპოზიციურმა RESPUBLICA-მაც დაადასტურა: „21 ივნისს, ადგურ არძინბა სოჭის პოლიციის დეპარტამენტში გამოიძახეს, 2025 წლის აპრილში, მდინარე ფსოუს გასწვრივ სახელმწიფო საზღვრის ავტომობილით გადაკვეთის ფაქტთან დაკავშირებით. ადგილზე კი მას ბრალი წაუყენეს...

What's Your Reaction?






