რუსეთში „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონს კვლავ ამკაცრებენ

რუსეთში „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონი კიდევ მკაცრდება. სახელმწიფო დუმამ პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც „უცხოელი აგენტების“ წინააღმდეგ უკვე პირველი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა იქნება შესაძლებელი. აქამდე ამ პირების მიმართ სამართლებრივი დევნა სამართალდარღვევიდან 2 წლის განმავლობაში ხდებოდა. კანონში შესატან ცვლილებებს კენჭი 15 ივლისს უყარეს და ინიციატივას მხარი 342 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი […] The post რუსეთში „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონს კვლავ ამკაცრებენ appeared first on .

ივლ. 16, 2025 - 12:57
 0
რუსეთში „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონს კვლავ ამკაცრებენ

რუსეთში „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონი კიდევ მკაცრდება. სახელმწიფო დუმამ პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც „უცხოელი აგენტების“ წინააღმდეგ უკვე პირველი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა იქნება შესაძლებელი. აქამდე ამ პირების მიმართ სამართლებრივი დევნა სამართალდარღვევიდან 2 წლის განმავლობაში ხდებოდა.

კანონში შესატან ცვლილებებს კენჭი 15 ივლისს უყარეს და ინიციატივას მხარი 342 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი მხოლოდ ერთი იყო.

ცვლილებები რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 330.1 მუხლის პირველ და მეორე ნაწილებს ეხება, რომელიც „უცხოელი აგენტების შესახებ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებისგან თავის არიდებას“ ეხება, რომლის მიხედვითაც სამართალდამრღვევებს, შესაძლოა, ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოთ.

The post რუსეთში „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონს კვლავ ამკაცრებენ appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow