საბა ფურცელაძე თბილისის ჩელენჯერის ნახევარფინალშია

23 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა, საბა ფურცელაძემ, მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და თბილისის ჩელენჯერის ნახევარფინალში გავიდა...

მაი. 22, 2025 - 19:27
 0
საბა ფურცელაძე თბილისის ჩელენჯერის ნახევარფინალშია
23 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა, საბა ფურცელაძემ, მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და თბილისის ჩელენჯერის ნახევარფინალში გავიდა. აღნიშნული ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდი 60 ათასი დოლარია, ქართველი სპორტსმენისთვის წარმატებული აღმოჩნდა.

ფურცელაძემ მესამე და ამავდროულად ყველაზე დაძაბულ შეხვედრაში ესტონელი დანიილ გლინკა დაამარცხა. მატჩი, რომელიც 2 საათსა და 23 წუთს გაგრძელდა, სამ სეტში დასრულდა – 7:6(7:5), 5:7, 7:6(12:10). შეხვედრა გამორჩეული იყო დაძაბული გეიმებითა და ძლიერი მოწოდებებით.

მატჩის სტატისტიკიდან აღსანიშნავია, რომ საბამ 13 ეისი შეასრულა და 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ხოლო გლინკას ანგარიშზე 11 ეისი და 3 ორმაგი შეცდომა დაფიქსირდა. ქართველმა ჩოგბურთელმა 5 ბრეიკ-პოინტიდან მხოლოდ 1 გამოიყენო, თუმცა მოწინააღმდეგის მოწოდება ორჯერ მოიგო.

ნახევარფინალში ფურცელაძის მეტოქე ამერიკელი მარტინ დამი იქნება, რომელიც ATP-ის რეიტინგში 740-ე პოზიციაზე იმყოფება. შესაბამისად, საბას ფინალში გასვლის რეალური შანსი აქვს. მეორე ნახევარფინალში ბრიტანელი ჩარლზ ბრუმი (რეიტინგით – 320) და იტალიელი ფედერიკო ჩინა (323) დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

ამჟამად ფურცელაძე ATP-ის რეიტინგში 274-ე ადგილზეა, რაც მისი კარიერის საუკეთესო მაჩვენებელია. თუ ის ტურნირს მოიგებს, 8 350 დოლარსა და 50 სარეიტინგო ქულას მიიღებს და საუკეთესო 250 ჩოგბურთელს შორის გადაინაცვლებს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow