საბერძნეთში ადამიანებით მოვაჭრეები დააკავეს

გუშინ დილით, კუნძულ კრეტას სანაპირო დაცვის სამსახურმა კუნძულ გავდოსის პლაჟ „ტრიპიტიზე“ 39 მიგრანტი (36 მამაკაცი და 3 არასრულწლოვანი) იპოვა, რომლებიც ამ ტერიტორიაზე ნავით მივიდნენ. უცხოელები, თავდაპირველად, გავდოსის მუნიციპალიტეტის სასტუმრო ზონაში, შემდეგ კი კრეტას პორტ ხორა-სფაკიაში გადაიყვანეს. მოგვიანებით, მიგრანტები ხანიას რაიონში არსებულ სასტუმრო ზონაში განათავსეს. წინასწარი გამოძიების დროს, 29, 41 და 42 წლის ასაკის სამი პირის […]

აპრ. 12, 2025 - 11:27
 0
საბერძნეთში ადამიანებით მოვაჭრეები დააკავეს

გუშინ დილით, კუნძულ კრეტას სანაპირო დაცვის სამსახურმა კუნძულ გავდოსის პლაჟ „ტრიპიტიზე“ 39 მიგრანტი (36 მამაკაცი და 3 არასრულწლოვანი) იპოვა, რომლებიც ამ ტერიტორიაზე ნავით მივიდნენ.
უცხოელები, თავდაპირველად, გავდოსის მუნიციპალიტეტის სასტუმრო ზონაში, შემდეგ კი კრეტას პორტ ხორა-სფაკიაში გადაიყვანეს. მოგვიანებით, მიგრანტები ხანიას რაიონში არსებულ სასტუმრო ზონაში განათავსეს.
წინასწარი გამოძიების დროს, 29, 41 და 42 წლის ასაკის სამი პირის შესახებ დანარჩენმა მიგრანტებმა თქვეს, რომ ადამიანებით მოვაჭრეები არიან, რომლებმაც ისინი, ფინანსური ანაზღაურების სანაცვლოდ, ლიბიის ტობრუკის სანაპიროდან საბერძნეთში გადაიყვანეს.
ეს სამი მამაკაცი საბერძნეთში არალეგალურად შესვლის შესახებ კანონის დარღვევისთვის დააკავეს.
წინასწარი გამოძიების დროს, ადგილობრივმა სამართალდამცავებმა ამოიღეს ოთხი მობილური ტელეფონი, ხოლო ნავი, რომლითაც მიგრანტები საბერძნეთის ტერიტორიულ წყლებში შევიდნენ, გაანადგურეს.
წყარო: 1არხი

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow