"სათამაშო მანქანას ჰგვანან" - მათიას ზამერმა გერმანიის ნაკრებს დასცინა

"სათამაშო მანქანას ჰგვანან" - მათიას ზამერმა გერმანიის ნაკრებს დასცინა

ივლ. 15, 2025 - 03:57
 0
"სათამაშო მანქანას ჰგვანან" - მათიას ზამერმა გერმანიის ნაკრებს დასცინა
დორტმუნდის "ბორუსიას" ყოფილი ვარსკვლავი და გერმანიის ეროვნული ნაკრების ლეგენდარული ნახევარმცველი მატიას ზამერი გერმანული ფეხბურთის ამჟამინდელ მდგომარეობაზე საკმაოდ კრიტიკულად საუბრობდა. ზამერმა აღნიშნა, რომ თანამედროვე "ბუნდესნაკრებს" უკვე აღარ აქვს ის ძალა და იდენტობა, რაც წარსულში გამოარჩევდა.

"გერმანელები ყოველთვის ვთამაშობდით ერთიან გუნდად, მწყობრად, კომპაქტურად. ჩვენს რიგებში იყვნენ ინდივიდუალურად გამორჩეული, გენიალური მოთამაშეები, მაგრამ რაც მთავარია, მთლიანობაში დაუმარცხებელ გუნდად გამოვირჩეოდით. ახლა კი, რაც უნდა მწარედ ჟღერდეს, გერმანიის ნაკრები უფრო სათამაშო მანქანას წააგავს, ვიდრე მძლავრ საფეხბურთო მექანიზმს" – აღნიშნავს იგი.

მათიასის აზრით, გერმანულ ფეხბურთს დღეს არ გააჩნია ის მნიშვნელოვანი ბალანსი, რომელიც ტრადიციებსა და ინოვაციურ მიდგომებს შორის უნდა არსებობდეს. ამ ბალანსის დაკარგვის შედეგად, ეროვნული გუნდი თავისი საფეხბურთო იდენტობის გარეშე დარჩა.

"სამწუხაროა, რომ ვერ ვპოულობთ გზას ტრადიციებსა და სიახლეებს შორის – ეს კი იმას ნიშნავს, რომ გუნდის იდენტობა წარსულს ჩაბარდა. თუ დღეს ვინმე მკითხავს, რა წარმოადგენს გერმანიის ეროვნულ ნაკრებს, პასუხი ნამდვილად არ მაქვს – და სწორედ ესაა ყველაზე შემაშფოთებელი"

– ამბობს ზამერი.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow