სამედიცინო შემოწმება ჩანიშნულია - ლუკა მოდრიჩი კარიერას მილანში გააგრძელებს
ლუკა მოდრიჩი კარიერას იტალიაში გააგრძელებს — 39 წლის ხორვატი ნახევარმცველი „მილანში“ გადავა. ინფორმაცია ტრანსფერის შესახებ...

მოდრიჩი იტალიურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. შეთანხმება უკვე მიღწეულია და ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას ივლისის ბოლოს გაივლის.
ლეგენდარულმა შუახაზელმა მადრიდის "რეალში" 12 წარმატებული წელი გაატარა, 591 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 43 გოლი გაიტანა და 95 საგოლე გადაცემა გააკეთა. ამ დროის განმავლობაში მან 27 ტიტული მოიპოვა და 2018 წელს "ოქროს ბურთის" მფლობელიც გახდა. ახლა კი მოდრიჩი ახალ გამოწვევას "მილანის" რიგებში შეხვდება.
What's Your Reaction?






