სანდრო კალანდაძე კარიერას ვისლა პლოცკში გააგრძელებს

24 წლის ქართველი მცველი ალექსანდრე კალანდაძე თბილისის „დინამოდან“ პოლონურ კლუბ „ვისლა პლოცკში“ გადავიდა. მხარეებმა კონტრაქტი...

ივლ. 3, 2025 - 19:27
 0
სანდრო კალანდაძე კარიერას ვისლა პლოცკში გააგრძელებს
24 წლის ქართველი მცველი ალექსანდრე კალანდაძე თბილისის „დინამოდან“ პოლონურ კლუბ „ვისლა პლოცკში“ გადავიდა. მხარეებმა კონტრაქტი სისტემით 2+1 გააფორმეს.

ტრანსფერის საფასურად „დინამო“ 400 ათას ევროს მიიღებს. კალანდაძე ბოლოს იჯარით უნგრულ „ფეჰერვარში“ ასპარეზობდა, საიდანაც თბილისის კლუბს დაუბრუნდა.

ახალგაზრდა ფეხბურთელს საქართველოს ეროვნული ნაკრებში ორი თამაში აქვს ჩატარებული და მონაწილეობა აქვს მიღებული 2023 წლის ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow