სასამართლომ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ და ISFED-ის სარჩელი ცესკო-ს დადგენილების ნაწილობრივ გაუქმებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ და ISFED-ის სარჩელი ცესკო-ს დადგენილების ნაწილობრივ გაუქმებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მოსარჩელე მხარე ითხოვდა ცესკო-ს იმ დადგენილების გაუქმებას, რომლის თანახმადაც, არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებისთვის გარკვეული შეზღუდვები დაწესდა. ახალი დადგენილებით დამკვირვებლები კენჭისყრის შენობაში ამომრჩევლისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამორთმევას ვერ შეძლებენ. შეგახსენებთ, ცესკო-ს დადგენილებით, არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებისთვის რიგი შეზღუდვები დაწესდა, მათ შორის, სიახლეა ის, რომ დამკვირვებლები კენჭისყრის შენობაში ამომრჩევლისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამორთმევას ვეღარ შეძლებენ. 

აპრ. 6, 2025 - 18:57
 0
სასამართლომ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ და ISFED-ის სარჩელი ცესკო-ს დადგენილების ნაწილობრივ გაუქმებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ და ISFED-ის სარჩელი ცესკო-ს დადგენილების ნაწილობრივ გაუქმებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა.

გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

მოსარჩელე მხარე ითხოვდა ცესკო-ს იმ დადგენილების გაუქმებას, რომლის თანახმადაც, არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებისთვის გარკვეული შეზღუდვები დაწესდა.

ახალი დადგენილებით დამკვირვებლები კენჭისყრის შენობაში ამომრჩევლისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამორთმევას ვერ შეძლებენ.

შეგახსენებთ, ცესკო-ს დადგენილებით, არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებისთვის რიგი შეზღუდვები დაწესდა, მათ შორის, სიახლეა ის, რომ დამკვირვებლები კენჭისყრის შენობაში ამომრჩევლისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამორთმევას ვეღარ შეძლებენ. 

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow