"სასიამოვნოა, რომ თურქეთის სუპერ ლიგის გუნდი დავამარცხეთ" - ლადო კაკაშვილი

დინამო თბილისმა თურქულ შეკრებაზე უმაღლესი ლიგის კლუბ რიზესპორს მოუგო, რის შემდეგაც დინამოს მწვრთნელმა ასეთი კომენტარი გააკეთა

ივლ. 9, 2025 - 14:27
 0
"სასიამოვნოა, რომ თურქეთის სუპერ ლიგის გუნდი დავამარცხეთ" - ლადო კაკაშვილი
დინამო თბილისმა თურქულ შეკრებაზე უმაღლესი ლიგის კლუბ რიზესპორს მოუგო, რის შემდეგაც დინამოს მწვრთნელმა ასეთი კომენტარი გააკეთა:

ჩვენი მეტოქე თურქეთის სუპერლიგის გუნდია და, ბუნებრივია, რთული თამაში იყო. ძალიან სასიამოვნოა, რომ ეს დაპირისპირება მოვიგეთ და თანაც ხარისხიანი ფეხბურთი ვაჩვენეთ. განსაკუთრებით პირველ ტაიმს გამოვარჩევდი. მიუხედავად დამღლელი გზისა, ვიბრძოლეთ და ბიჭების მოქმედებას დადებითად შევაფასებდი.

რაც შეეხება მოსამზადებელ ეტაპს – ვფიქრობ, კარგად მიდის. ოთხივე ამხანაგური მატჩი ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგ ჩავატარეთ, სადაც ჩვენი შესაძლებლობები გამოჩნდა. მჯერა, კიდევ უფრო მოვუმატებთ. წინ ერთ საკონტროლო შეხვედრა გვრჩება – 12 ივლისს „ტრაბზონსპორთან“, რის შემდეგაც საქართველოს თასის მატჩისთვის მოვემზადებით.

- თქვა ლადო კაკაშვილმა.

ცნობისთვის, დინამომ რიზესპორი ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow