სასწრაფოდ ახალი კლუბია საჭირო - მიქაუტაძის ლიონი ქვედა დივიზიონში დააქვეითეს

სულ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი იმის შესახებ, რომ ქართველი ფეხბურთელის, გიორგი მიქაუტაძის ლიონი ლიგა 2-ში დააქვეითეს

ივნ. 25, 2025 - 02:27
 0
სასწრაფოდ ახალი კლუბია საჭირო -  მიქაუტაძის ლიონი ქვედა დივიზიონში დააქვეითეს
სულ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი იმის შესახებ, რომ ქართველი ფეხბურთელის, გიორგი მიქაუტაძის ლიონი ლიგა 2-ში დააქვეითეს.

სამწუხაროდ, აღნიშნული ინფორმაცია საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ თავის განცხადებაში დაადასტურა.

საქმე ფინანსური პრობლემების მოუგვარებლობას ეხება. თავდაპირველად მიქაუტაძის ლიონს საქმის გამოსასწორებელი ვადა მისცეს, თუმცა სიტუაცია უკეთესობისკენ არ წავიდა და ლიონი ქვედა დივიზიონში დააქვეითეს.

თავის მხრივ, უცხოურ მედიაში წერენ, რომ ლიონის მფლობელმა კომპანიამ ყველაფერი გააკეთა, რათა გუნდი ლიგა 2-ში დაქვეითებისგან ეხსნა, თუმცა არაფერი გამოვიდა. მაგალითად, ისინი მზად იყვნენ, რომ ლიონის ქალთა გუნდი გაეყიდათ, მაგრამ ამან ვერაფერი შეცვალა.

მაშ ასე, გიორგი მიქაუტაძეს ან ლიგა 2-ში თამაში მოუწევს, ან ახალი კლუბის ძიება, ეს უკანასკნელი კი გაცილებით უფრო რეალური ჩანს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow