“სატვირთო მანქანის შეკეთებისას, ტექნიკა დაგორდა და დასაქმებული მოკლა” – ჰყავს, თუ არა, კომპანიას ტექნიკური სამსახური ან შრომის უსაფრთხოების ოფიცერი?
ქობულეთში, თავისუფლების ქუჩაზე, არსებული ინერტული მასალის მიმღებ-გადამამუშავებელ საწარმოში დასაქმებული 55 წლის კაცი სამუშაოს წარმოების დროს გარდაიცვალა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. როგორც შპს “თეთროსანის” წარმომადგენელი აცხადებს დასაქმებული მძიმე ტექნიკას მართავდა, რომელიც მწყობრიდან გამოვიდა. ის შეკეთებას შეეცადა, რა დროსაც ტექნიკა დაგორდა და კაცი მოიყოლა. იყო თუ არა ადგილზე კომპანიის შრომის უსაფრთხოების სამსახური, ჰყავს თუ არა, კომპანიას ტექნიკური […] The post “სატვირთო მანქანის შეკეთებისას, ტექნიკა დაგორდა და დასაქმებული მოკლა” – ჰყავს, თუ არა, კომპანიას ტექნიკური სამსახური ან შრომის უსაფრთხოების ოფიცერი? appeared first on .

ქობულეთში, თავისუფლების ქუჩაზე, არსებული ინერტული მასალის მიმღებ-გადამამუშავებელ საწარმოში დასაქმებული 55 წლის კაცი სამუშაოს წარმოების დროს გარდაიცვალა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
როგორც შპს “თეთროსანის” წარმომადგენელი აცხადებს დასაქმებული მძიმე ტექნიკას მართავდა, რომელიც მწყობრიდან გამოვიდა. ის შეკეთებას შეეცადა, რა დროსაც ტექნიკა დაგორდა და კაცი მოიყოლა.
იყო თუ არა ადგილზე კომპანიის შრომის უსაფრთხოების სამსახური, ჰყავს თუ არა, კომპანიას ტექნიკური სამსახური, რომელმაც უნდა შეაკეთოს ტექნიკა, უცნობია.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები და კრიმინალისტები, ასევე შრომითი ინსპექციის წარმომადგენლები. საწარმო ამჟამად დახურულია, სამუშაოები კი გაურკვეველი ვადით შეჩერებულია.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
The post “სატვირთო მანქანის შეკეთებისას, ტექნიკა დაგორდა და დასაქმებული მოკლა” – ჰყავს, თუ არა, კომპანიას ტექნიკური სამსახური ან შრომის უსაფრთხოების ოფიცერი? appeared first on .
What's Your Reaction?






