საფრანგეთსა და ესპანეთში ტყის ხანძრებს ებრძვიან, არიან დაშავებულები
ესპანეთის ჩრდილოეთ და საფრანგეთის სამხრეთ ნაწილებში მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან. მედიის ინფორმაციით, ხანძრის გამო გუშინ საფრანგეთის ქალაქ მარსელის აეროპორტი დროებით დაიხურა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ბრუნო რეტაილიოს განცხადებით, 800 მეხანძრისა და სახანძრო თვითმფრინავის მონაწილეობით ჩატარებული მასშტაბური ოპერაციის შედეგად შესაძლებელი გახდა ხანძრის გაკონტროლება. წინასწარი მონაცემებით, საფრანგეთში, ხანძრის შედეგად 110 ადამიანი, მათ შორის 30-მდე მეხანძრე და პოლიციელი, მსუბუქად […]


ესპანეთის ჩრდილოეთ და საფრანგეთის სამხრეთ ნაწილებში მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან.
მედიის ინფორმაციით, ხანძრის გამო გუშინ საფრანგეთის ქალაქ მარსელის აეროპორტი დროებით დაიხურა.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ბრუნო რეტაილიოს განცხადებით, 800 მეხანძრისა და სახანძრო თვითმფრინავის მონაწილეობით ჩატარებული მასშტაბური ოპერაციის შედეგად შესაძლებელი გახდა ხანძრის გაკონტროლება.
წინასწარი მონაცემებით, საფრანგეთში, ხანძრის შედეგად 110 ადამიანი, მათ შორის 30-მდე მეხანძრე და პოლიციელი, მსუბუქად დაშავდა. ხანძარი 700 ჰექტარ ფართობზე გავრცელდა და 63 საცხოვრებელი შენობა დააზიანა, აქედან 10 მთლიანად დაიწვა. განხორციელდა 400 ადამიანის ევაკუაცია.
ტყის ხანძრებს ებრძვიან ესპანეთშიც. განსაკუთრებით სერიოზული ვითარება იყო კატალონიის რეგიონში, სადაც ტყის ხანძრებმა მცენარეულობა 3 000 ჰექტარის ფართობზე გაანადგურა. ხანძრის ჩაქრობაში 300-ზე მეტი მეხანძრე და ჯარისკაცი იყო ჩართული, თუმცა ოპერაციას ძლიერი ქარი აფერხებდა. კატალონიის ტარაგონას მუნიციპალიტეტში ხელისუფლებამ 18 000 ადამიანს მოუწოდა, ხანძრისგან გამოწვეული საფრთხის გამო თავიანთი საცხოვრებელი სახლებიდან გარეთ გასვლისგან თავი შეიკავონ.
What's Your Reaction?






