“საქართველოს 100% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ერთი გასროლის გარეშე” – დავით ქაცარავა

სააგენტო "პარალელი" “საქართველოს 100% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ერთი გასროლის გარეშე” – დავით ქაცარავა ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში, ირაკლი შაიშმელაშვილთან სკანდალური ინტერვიუ ვიდეოსთან ერთად და სტატუსს აქვეყნებს, სადაც საუბრობს მმართველი პარტიის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგებზე, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე ტერიტორიებთანაა დაკავშირებული: ,,ე.წ. ხელისუფლების სისხლიანი წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არ არსებობენ არანაირი “შიშის, რუხი თუ შავი ზონები”. საკმაოდ აგდებულად საუბრობენ იმ თემაზე, რის შესახებ მხოლოდ ყურმოკვრით თუ […] “საქართველოს 100% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ერთი გასროლის გარეშე” – დავით ქაცარავა ნინი ხიჯაკაძე

აპრ. 23, 2025 - 22:27
 0
“საქართველოს 100% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ერთი გასროლის გარეშე” – დავით ქაცარავა

სააგენტო "პარალელი"
“საქართველოს 100% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ერთი გასროლის გარეშე” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში, ირაკლი შაიშმელაშვილთან სკანდალური ინტერვიუ ვიდეოსთან ერთად და სტატუსს აქვეყნებს, სადაც საუბრობს მმართველი პარტიის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგებზე, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე ტერიტორიებთანაა დაკავშირებული:

,,ე.წ. ხელისუფლების სისხლიანი წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არ არსებობენ არანაირი “შიშის, რუხი თუ შავი ზონები”.

საკმაოდ აგდებულად საუბრობენ იმ თემაზე, რის შესახებ მხოლოდ ყურმოკვრით თუ აქვთ წარმოდგენა.

ისევ სააკაშვილზე გადააქვთ ისრები, მაშინ როდესაც მათი მმართველობის დროს, ოკუპაციის ხაზი მართლა უკონტროლო გახდა.

საუბარი მაქვს იმ სამ რეგიონზე ოთხიდან, რომლებიც ესაზღვრებიან ოკუპაციის ხაზს.

ზემო რაჭა, ზემო იმერეთი, მცხეთა-მთიანეთი, ეს გახლავთ ის რეგიონები, რომლებიც ესაზღვრებიან ოკუპაციის ხაზს და იქ არანაირი კონტროლი არ ხორციელდება.

(გამონაკლისია მხოლოდ პერევში და ოძისში არსებული საკონტროლო-გამშვები პუნქტები, რომელთა ვალდებულება და ფუნქციაა მოქალაქეები გააკონტროლოს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადადიან).

ინტერვიუში ირაკლი შაიშმელაშვილი საუბრობს კონტრაბანდაზე, რომელიც ყვავის – ჩემი აზრით, ასეც იქნება, ვინაიდან ოკუპაციის ხაზი სრულიად გამჭვირვალე და უკონტროლოა, რითაც ისარგებლებენ კონტრაბანდისტები.

აქ საქმე სინამდვილეში კონტრაბანდაში კი არ არის – საქმე იმაშია, რომ ქოცმთავრობამ აბსოლუტურად არაფერი არ გააკეთა ოკუპაციის ხაზის გასაკონტროლებლად.

დაუსვით კითხვა ამ ქოცბანდიტებს, – რატომ არ დგანან შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლები მთელს პერიმეტრზე? – პასუხი იქნება, რომ რესურსი არ ჰყოფნით. მთავარი პრობლემა კი იმაში მდგომარეობს, რომ არ არსებობს ნება იმისა, დაიცვა საკუთარი ტერიტორიები.

თუმცა, ამაზე საუბარი უკვე ფუჭია, საქართველოს 100% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, თანაც ერთი გასროლის გარეშე”, – წერს დავით ქაცარავა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

“საქართველოს 100% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ერთი გასროლის გარეშე” – დავით ქაცარავა
ნინი ხიჯაკაძე

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow