საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები მეცხრე ადგილისთვის მატჩში ბულგარეთს შეხვდება
თელავში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 19-წლამდე გოგონათა შორის საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა კოსოვოს ნაკრებთან გამართა და 19:30 დამარცხდა

საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ თეკლა ძამუნაშვილი დასახელდა, რომელმაც კოსოვოელებს 8 გოლი გაუტანა, ჩვენი გუნდის მეკარეს, ანანო გაწერელიას კი 11 მოგერიება დაუგროვდა.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები მეცხრე-მეათე ადგილებისთვის 18 ივლისს ბულგარეთს დაუპირისპირდება.
What's Your Reaction?






