საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები მოლდოვასთან პენალტების სერიაში დამარცხდა
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები მოლდოვაში მეორე შეხვედრაში პენალტების სერიაში დამარცხდა

შეხვედრის ძირითადი დრო გატანილი გოლების გარეშე — 0:0 დასრულდა. ტურნირის რეგლამენტის მიხედვით, ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ გამარჯვებული თერთმეტმეტრიანების სერიით უნდა გამოვლენილიყო.
პენალტების სერიაში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა შემდეგი შედეგი აჩვენეს: რეზი დანელიამ, დავით ზაქარეიშვილმა, ნიკოლოზ ბოჭორიშვილმა და მეკარე გიორგი ყავლაშვილმა ზუსტად დაარტყეს. ნიკოლოზ ჩიქოვანმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, რის შედეგადაც საბოლოო ანგარიში 5:4 მოლდოვის ნაკრების სასარგებლოდ დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ შეხვედრაში, 6 ივნისს, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ნისპორენიში მოლდოვის 19-წლამდელთა ნაკრებთან 1:2 დამარცხდა.
მაისურაძის გუნდს კიდევ ერთი შეხვედრა აქვს ჩასატარებელი: 10 ივნისს საქართველოს 19-წლამდელები საერთაშორისო ტურნირზე დასკვნით მატჩში სომხეთის 19-წლამდელთა ნაკრებს დაუპირისპირდებიან. შეხვედრა მოლდოვის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში გაიმართება.
What's Your Reaction?






