საქართველოს 3X3 ნაკრები ევროსაკვალიფიკაციოსთვის მოსამზადებლად ლიეტუვურ ტურნირზე ასპარეზობს
საქართველოს 3X3 ნაკრები ევროსაკვალიფიკაციოსთვის მოსამზადებლად ლიეტუვურ ტურნირზე ასპარეზობს

ლიეტუვის ქალაქ პანევეჟისში ჩვენი ნაკრები, რომელიც ტურნირზე “თბილისის” სახელით ასპარეზობს, შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა: ნიკა ჩეჩელაშვილი, ლუკა ზაქრაძე, ანზორ ნადირაძე და ლევან გოგიჩაიშვილი.ტურნირში ძირითადად ბალტიისპირეთის გუნდებმა მოიყარა, თუმცა არიან წარმომადგენლები დიდი ბრიტანეთიდან და პოლონეთიდან.
ჩვენმა გუნდმა 30 მაისს ჯგუფური ეტაპის 2 მატჩი ჩაატარა. პირველი მატჩი ჩვენმა გუნდმა კაუნასის გუნდს 20:15 მოუგო, ხოლო მომდევნო მატჩში კიდევ ერთ ლიეტუვურ გუნდ აკადემიასთან დიდი ბრძოლა გადაიტანა. სამწუხაროდ, ქართველებმა ბოლო წუთზე 12:14 წააგეს, თუმცა პლეი ოფში მაინც გავიდნენ და დღეს, 31 მაისს მერვედფინალში ითამაშებენ. ჩვენი გუნდის მეტოქე პოლონური გუნდი იქნება.
gbf.ge
What's Your Reaction?






