საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა

28 მაისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის თასის 2025 წლის გათამაშების პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა გაიმართა...

მაი. 29, 2025 - 17:57
 0
საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
28 მაისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის თასის 2025 წლის გათამაშების პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა გაიმართა.

წილისყრაში მონაწილეობდნენ კრისტალბეთ ლიგა 3-ის, წინასწარ ეტაპზე გამარჯვებული კრისტალბეთ ლიგა 4-ის და რეგიონული ლიგის გუნდები, ასევე მოყვარულთა ლიგის მოქმედი ჩემპიონი იანეთი.

წილისყრის შედეგად, თავდაპირველად გამოვლინდა მეორე ეტაპზე მონაწილე 16 წყვილი:

სამგურალი 2 - დიდუბე 2014
არაგვი - ვიტ ჯორჯია

იუჯი-35 - მერანი თბილისი
სქური - გარდაბანი

ზესტაფონი - გაგრა 2
იანეთი - ვიტ ჯორჯია 2

სამცხე - გორი
ბორჯომი - ბეთლემი

მერცხალი - ოდიში 1919
რუსთავი 2 - სულორი

ალგეთი - ლოკომოტივი 2
შტურმი 2 - ორბი

არაგველები - მარგვეთი 2006
ზანა - თბილისი 2025

ბახმარო - კოლხეთი ხობი
ტორპედო 2 - შტურმი
დავით ყიფიანის სახელობის თასის მესამე ეტაპზე, მეორე ეტაპის კენტი ნუმერიციის წყვილების გამარჯვებულები ლუწი წყვილების გამარჯვებულებს შეხვდებიან.

დებულების თანახმად, წყვილებში გამარჯვებულებს ერთი მატჩი გამოავლენს. თასის გაათამაშების მეორე ეტაპის მატჩები 12 ივნისს გაიმართება, ხოლო მესამე ეტაპის მატჩები 20 ივნისს შედგება.

GFF.GE

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow