საქართველოს ნაკრებს ტრავმის გამო მნიშვნელოვანი მოთამაშე გამოაკლდა

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა

ივნ. 2, 2025 - 04:27
 0
საქართველოს ნაკრებს ტრავმის გამო მნიშვნელოვანი მოთამაშე გამოაკლდა
საქართველოს ნაკრები ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს.

შეკრების მეორე დღეს ჩვენმა გუნდმა სფფ-ის ტექნიკური ცენტრის, ბასას მოედანზე ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 21 ფეხბურთელი მონაწილეობდა - ეროვნულ გუნდს ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი და ანზორ მექვაბიშვილი შეუერთდნენ.

ტრავმის გამო, ივნისის ამხანაგურ მატჩებში ნაკრებს ბუდუ ზივზივაძე ვერ დაეხმარება. ფარერის კუნძულებთან და კაბო ვერდესთან შეხვედრებისთვის ნაკრები 23 ფეხბურთელით მოემზადება და სრული შემადგენლობით 2 ივნისიდან ივარჯიშებს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow