საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა კოსოვო გასვლაზე დაამარცხა

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა კოსოვო გასვლაზე დაამარცხა

აპრ. 12, 2025 - 05:27
 0
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა კოსოვო გასვლაზე დაამარცხა
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდის შეხვედრაში კოსოვო დაამარცხა. პრიშტინაში ჩატარებული მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩვენმა გუნდმა ორბურთიანი სხვაობით მოიგო - 1:3.

საქართველოს ნაკრემბა მეტოქე გიორგი ღავთაძის, ნიკა ხარატიშვილის და არჩილს სებისკვერაძის გოლებით დაამარცხა და ამ გამარჯვებით ჯგუფში მეორე ადგილი და პლეი ოფის საგზური გაინაღდა.

მეინ რაუნდის დასკვნით შეხვედრაში ჩვენი გუნდი 16 აპრილს საფრანგეთის ნაკრებს უმასპინძლებს, რომელიც ჯგუფს დაუმარცხებლად ლიდერობს. მატჩი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება და 19:00 საათზე დაიწყება.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow