საქართველოსთან განადგურება ვერ აიტანეს - სომხებმა მთავარი მწვრთნელი მოხსნეს

სომხეთის ეროვნულმა ნაკრებმა მთავარი მწვრთნელი, ჯონ ვანტ სხიპი თანამდებობიდან მოხსნა, არადა ნიდერლანდელი აღნიშნულ პოზიციაზე 2025 წლის თებერვალში დაინიშნა

აგვ. 6, 2025 - 20:27
 0
საქართველოსთან განადგურება ვერ აიტანეს - სომხებმა მთავარი მწვრთნელი მოხსნეს
სომხეთის ეროვნულმა ნაკრებმა მთავარი მწვრთნელი, ჯონ ვანტ სხიპი თანამდებობიდან მოხსნა, არადა ნიდერლანდელი აღნიშნულ პოზიციაზე 2025 წლის თებერვალში დაინიშნა.

ვანტ სხიპის ქვეშ სომხეთის ნაკრებმა ჯამში 2 ოფიციალური და 2 ამხანაგური შეხვედრა გამართა, სადაც გუნდი სამჯერ დამარცხდა და მხოლოდ ერთი ფრე ითამაშა.

სომხებმა ოფიციალური მატჩები ორივე საქართველოსთან ითამაშეს, რათა ერთა ლიგის B დივიზიონში მოეპოვებინათ ადგილი, თუმცა ორი თამაშის ჯამში ძალიან დიდი სხვაობით წააგეს, - 1:9.

რაც შეეხება ამხანაგურებს, სომხეთმა სხიპის ქვეშ კოსოვოელებთან 2:5 წააგეს, მონტენეგროს კი გუნდი 2:2 ეთამაშა.

აქვე გეტყვით იმას, რომ სომხეთის ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრები იეგიშე მელიქიანს ჩააბარა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow