საქართველოში სიტუაცია არ არის ისეთი კარგი, როგორც გვინდა, მაგრამ შეიძლებოდა, ბევრად უარესი ყოფილიყო - ალენ ბერსე

სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგორც გვინდა, ეს ნამდვილად მიდიოდა არასწორი მიმართულებით მრავალი თვის განმავლობაში, მაგრამ შეიძლებოდა, ბევრად უარესი ყოფილიყო, ეს არის მთავარი, - ამის შესახებ ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ ევროსაბჭოს ასამბლეაში შვედი პარლამენტარის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. კერძოდ, ალენ ბერსეს შვედმა პარლამენტარმა, აზედა როიჰანმა ჰკითხა: იმ სერიოზული შეშფოთებიდან გამომდინარე, რაც ასამბლეაში გვაქვს საქართველოსთან დაკავშირებით, ასევე თქვენი საქართველოში ვიზიტიდან გამომდინარე, სადაც ხაზი გაუსვით დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის წინაშე არსებულ გამოწვევებს, გკითხავთ, როგორ შეგვიძლია, უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ერთმანეთთან? არის კი ახლა ყველაზე შესაფერისი მომენტი, რომ დავიწყოთ ერთობლივი პროცედურა, როგორც საერთო ინიციატივა და დავეხმაროთ საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ გზაზე დაბრუნებაში? ბერსეს განცხადებით, საქართველოში ვიზიტისას კარგი დისკუსიები ჰქონდა და დაბრუნების შემდეგ აქვს კარგი შთაბეჭდილება ამ დისკუსიების შესაძლო განვითარების შესახებ. „როგორც იცით, ჩვენ ბევრს ვმუშაობთ საქართველოს საკითხებზე არჩევნების შემდეგ. ეს ასევე ხდებოდა არჩევნებამდეც. არჩევნების შემდეგ, დეკემბერში დელეგაციასთან ერთად ვიყავი თბილისში, რათა გვენახა, რა შეგვეძლო, გაგვეკეთებინა ერთად მომდევნო თვეებში კარგი მთავრობათშორისი თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად, რათა დავრწმუნებულიყავით, რომ ქვეყანაში დადებითი განვითარება გვქონოდა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების კუთხით. ასევე, გვეპოვა გზები, უპირველეს ყოვლისა, ე.წ. უცხოური აგენტების კანონმდებლობის განსახილველად. იქ კარგი დისკუსიები მქონდა მმართველ პარტიასთან, ოპოზიციასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო თანამეგობრობასთან. დაბრუნების შემდეგ მაქვს კარგი შთაბეჭდილება მოვლენების შესაძლო განვითარების შესახებ იმ საკმაოდ რთულ კონტექსტში, რომელიც გვქონდა. თებერვლის დასაწყისში მივიღე განცხადება, რომ საქართველო აღარ იყო ხელმისაწვდომი, გაეგრძელებინა ერთობლივი მუშაობა ე.წ. უცხოური გავლენის კანონის სიღრმისეულ შესწორებაზე ან გაწვევაზე. მქონდა საკმაოდ ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან. მან მაცნობა მთავრობის განზრახვის შესახებ, დაუბრუნდეს დეკემბერში აღებული ვალდებულებების შესრულებას. მას შემდეგ ჩვენ შორის პირდაპირი კომუნიკაცია აღარ ყოფილა“, – აღნიშნა ბერსემ. როგორც ბერსემ აღნიშნა, ახლა საჭიროა მეტი კონტაქტი და მუშაობის გასაგრძელებლად უნდა მისცენ შანსი დიალოგს. მისივე თქმით, აპირებს, დაუკავშირდეს მმართველ პარტიას და პრემიერ-მინისტრს. „ახლა კითხვა არის, რა უნდა გაკეთდეს? მინისტრთა კომიტეტში ორი დისკუსიის შემდეგ მე გამოვედი წინადადებით, რომ ვცადოთ საქართველოსთან სტრუქტურირებული დიალოგის განვითარება. ვნახოთ, რისი მიღწევა შეგვიძლია ერთად, რადგან სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგორც გვინდა. ეს ნამდვილად მიდიოდა არასწორი მიმართულებით მრავალი თვის განმავლობაში, მაგრამ შეიძლებოდა, ბევრად უარესი ყოფილიყო. ეს არის მთავარი. ჩვენ გვაქვს ცუდი დინამიკა ამ მომენტში. ჩვენ გვჭირდება მეტი კონტაქტი. გვინდა, მეტად ვიმუშაოთ ერთად და ასევე უნდა მივცეთ შანსი სტრუქტურირებულ დიალოგს, რომ იმუშაოს. თქვენი კენჭისყრისა და გადაწყვეტილების შემდეგ, რაც უფლებამოსილება მანდატების პირობებით ცანით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან სიგნალი ნათელი იყო. ახლა უნდა ვნახოთ, შესაძლებელია თუ არა ამ სიგნალის საფუძველზე რაიმეს გაკეთება, რომ ისევ სწორი მიმართულებით ვიმოძრაოთ. მე მალე დავუკავშირდები, იმედია, საქართველოს მმართველ პარტიას და პრემიერ-მინისტრს, რათა ვნახოთ, რა შეიძლება, ერთად გავაკეთოთ, რომ კვლავ სწორი მიმართულებით წავიდეთ. თქვენ გაქვთ უფლება, მიიღოთ ნათელი პასუხი დასმული კითხვის შესახებ და ვფიქრობ, ნამდვილად ნაადრევია, ახლა შემდეგი ნაბიჯის, ეტაპის დაწყება“, – განაცხადა ბერსემ.

აპრ. 9, 2025 - 12:27
 0
საქართველოში სიტუაცია არ არის ისეთი კარგი, როგორც გვინდა, მაგრამ შეიძლებოდა, ბევრად უარესი ყოფილიყო - ალენ ბერსე

სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგორც გვინდა, ეს ნამდვილად მიდიოდა არასწორი მიმართულებით მრავალი თვის განმავლობაში, მაგრამ შეიძლებოდა, ბევრად უარესი ყოფილიყო, ეს არის მთავარი, - ამის შესახებ ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ ევროსაბჭოს ასამბლეაში შვედი პარლამენტარის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კერძოდ, ალენ ბერსეს შვედმა პარლამენტარმა, აზედა როიჰანმა ჰკითხა: იმ სერიოზული შეშფოთებიდან გამომდინარე, რაც ასამბლეაში გვაქვს საქართველოსთან დაკავშირებით, ასევე თქვენი საქართველოში ვიზიტიდან გამომდინარე, სადაც ხაზი გაუსვით დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის წინაშე არსებულ გამოწვევებს, გკითხავთ, როგორ შეგვიძლია, უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ერთმანეთთან? არის კი ახლა ყველაზე შესაფერისი მომენტი, რომ დავიწყოთ ერთობლივი პროცედურა, როგორც საერთო ინიციატივა და დავეხმაროთ საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ გზაზე დაბრუნებაში?

ბერსეს განცხადებით, საქართველოში ვიზიტისას კარგი დისკუსიები ჰქონდა და დაბრუნების შემდეგ აქვს კარგი შთაბეჭდილება ამ დისკუსიების შესაძლო განვითარების შესახებ.

„როგორც იცით, ჩვენ ბევრს ვმუშაობთ საქართველოს საკითხებზე არჩევნების შემდეგ. ეს ასევე ხდებოდა არჩევნებამდეც. არჩევნების შემდეგ, დეკემბერში დელეგაციასთან ერთად ვიყავი თბილისში, რათა გვენახა, რა შეგვეძლო, გაგვეკეთებინა ერთად მომდევნო თვეებში კარგი მთავრობათშორისი თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად, რათა დავრწმუნებულიყავით, რომ ქვეყანაში დადებითი განვითარება გვქონოდა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების კუთხით. ასევე, გვეპოვა გზები, უპირველეს ყოვლისა, ე.წ. უცხოური აგენტების კანონმდებლობის განსახილველად. იქ კარგი დისკუსიები მქონდა მმართველ პარტიასთან, ოპოზიციასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო თანამეგობრობასთან. დაბრუნების შემდეგ მაქვს კარგი შთაბეჭდილება მოვლენების შესაძლო განვითარების შესახებ იმ საკმაოდ რთულ კონტექსტში, რომელიც გვქონდა.

თებერვლის დასაწყისში მივიღე განცხადება, რომ საქართველო აღარ იყო ხელმისაწვდომი, გაეგრძელებინა ერთობლივი მუშაობა ე.წ. უცხოური გავლენის კანონის სიღრმისეულ შესწორებაზე ან გაწვევაზე. მქონდა საკმაოდ ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან. მან მაცნობა მთავრობის განზრახვის შესახებ, დაუბრუნდეს დეკემბერში აღებული ვალდებულებების შესრულებას. მას შემდეგ ჩვენ შორის პირდაპირი კომუნიკაცია აღარ ყოფილა“, – აღნიშნა ბერსემ.

როგორც ბერსემ აღნიშნა, ახლა საჭიროა მეტი კონტაქტი და მუშაობის გასაგრძელებლად უნდა მისცენ შანსი დიალოგს. მისივე თქმით, აპირებს, დაუკავშირდეს მმართველ პარტიას და პრემიერ-მინისტრს.

„ახლა კითხვა არის, რა უნდა გაკეთდეს? მინისტრთა კომიტეტში ორი დისკუსიის შემდეგ მე გამოვედი წინადადებით, რომ ვცადოთ საქართველოსთან სტრუქტურირებული დიალოგის განვითარება. ვნახოთ, რისი მიღწევა შეგვიძლია ერთად, რადგან სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგორც გვინდა. ეს ნამდვილად მიდიოდა არასწორი მიმართულებით მრავალი თვის განმავლობაში, მაგრამ შეიძლებოდა, ბევრად უარესი ყოფილიყო. ეს არის მთავარი. ჩვენ გვაქვს ცუდი დინამიკა ამ მომენტში. ჩვენ გვჭირდება მეტი კონტაქტი. გვინდა, მეტად ვიმუშაოთ ერთად და ასევე უნდა მივცეთ შანსი სტრუქტურირებულ დიალოგს, რომ იმუშაოს. თქვენი კენჭისყრისა და გადაწყვეტილების შემდეგ, რაც უფლებამოსილება მანდატების პირობებით ცანით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან სიგნალი ნათელი იყო. ახლა უნდა ვნახოთ, შესაძლებელია თუ არა ამ სიგნალის საფუძველზე რაიმეს გაკეთება, რომ ისევ სწორი მიმართულებით ვიმოძრაოთ. მე მალე დავუკავშირდები, იმედია, საქართველოს მმართველ პარტიას და პრემიერ-მინისტრს, რათა ვნახოთ, რა შეიძლება, ერთად გავაკეთოთ, რომ კვლავ სწორი მიმართულებით წავიდეთ. თქვენ გაქვთ უფლება, მიიღოთ ნათელი პასუხი დასმული კითხვის შესახებ და ვფიქრობ, ნამდვილად ნაადრევია, ახლა შემდეგი ნაბიჯის, ეტაპის დაწყება“, – განაცხადა ბერსემ.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow