საქართველოში შემოსული 451 გემიდან 15 რუსული დროშის ქვეშ დაცურავს – სტატისტიკა

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში სულ 451 გემი შემოვიდა, რაც 47 გემით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თუმცა, შემცირებულია კონტეინერმზიდი და თხევადი ტვირთმზიდი გემების რაოდენობა. აღნიშნულ პერიოდში საქართველოში შემოსული გემების უმეტესობა პანამის დროშის ქვეშ დაცურავს [82 გემი], შემდეგ მოდის თურქეთის [75 გემი], მალტის [46 გემი], ლიბერიის [38 გემი] დროშის ქვეშ მცურავი […]

მაი. 25, 2025 - 18:27
 0
საქართველოში შემოსული 451 გემიდან 15 რუსული დროშის ქვეშ დაცურავს – სტატისტიკა

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში სულ 451 გემი შემოვიდა, რაც 47 გემით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თუმცა, შემცირებულია კონტეინერმზიდი და თხევადი ტვირთმზიდი გემების რაოდენობა.
აღნიშნულ პერიოდში საქართველოში შემოსული გემების უმეტესობა პანამის დროშის ქვეშ დაცურავს [82 გემი], შემდეგ მოდის თურქეთის [75 გემი], მალტის [46 გემი], ლიბერიის [38 გემი] დროშის ქვეშ მცურავი გემები.
რაც შეეხება ს დროშის ქვეშ მცურავ გემებს, ასეთი საქართველოში მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 15 გემი შემოვიდა [გასულ წელს კი საქართველოს ნავსადგურებმა რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი 88 გემი მიიღეს].
გარდა აღნიშნულისა, საქართველოში ასევე შემოვიდა გემები შემდეგი ქვეყნების დროშებით: აზერბაიჯანი, ანტიგუა და ბარბუდა, , ბარბადოსი, ბაჰამის კუნძულები, ბელიზი, ბულგარეთი, გაბონი, გვინეა – ბისაუ, ეგვიპტე, ვანუატუ, იამაიკა, ინდოეთი, იტალია, კაიმანის კუნძულები, კამერუნი, კვიპროსი, კომორის კუნძულები, კუკის კუნძულები, მარშალის კუნძულები, მონღოლეთი, პალაუ, პორტუგალია, საბერძნეთი, სან-მარინო, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, სენტ-კიტსი და ნევისი, ტანზანია, ტოგო, ჰონდურასი.
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოს ნავსადგურებსა და ტერმინალებში საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი 13 გემი შემოვიდა [გასულ წელს კი, მთლიანობაში, 22 გემი].
შემოსული გემების შესახებ მონაცემები საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა [საქსტატი] გამოაქვეყნა.
საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის I კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოვიდა 451 გემი, რომელთა 50.1 პროცენტი იყო გენერალური [ზოგადი სახის] ტვირთის გადამზიდი, 22.2 პროცენტი – თხევადი ტვირთმზიდი, 18.2 პროცენტი – კონტეინერმზიდი, ხოლო დანაჩენი – 9.5 პროცენტი – ნაყარ ტვირთმზიდებზე და სპეციალიზებულ გემებზე განაწილდა.
ამავე მონაცემებით, 2025 წლის I კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 2.6-ჯერ მეტი სპეციალიზებული გემი მიიღო, 32.2 პროცენტით მეტი – გენერალური [ზოგადი სახის] ტვირთმზიდი, 12.8 პროცენტით ნაკლები – კონტეინერმზიდი და 11.5 პროცენტით ნაკლები – თხევადი ტვირთმზიდი.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მე-17 პაკეტი დაამტკიცა, რომელიც რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის თითქმის 200 გემს შეეხება. გემებისთვის, რომლებიც რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილია და გადააქვთ რუსული ნავთობი არარეგულარული და მაღალი რისკის შემცველი გადაზიდვების პრაქტიკის გამოყენებით, იკრძალება მომსახურების ფართო სპექტრის მიწოდება, მათ შორის პორტში შესვლა. ჩრდილოვანი ფლოტის მიმართ შემზღუდავი ზომები მიზნად ისახავს შეამციროს შემოსავლები, რომლებიც აძლიერებენ რუსეთის საომარ ეკონომიკას.
წყარო: “ბათუმელები”

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow