საქმეში პრემიერ ლიგაც შემოვიდა - საბა გოგლიჩიძის მსურველთა რიცხვს ინგლისიც დაემატა

საქმეში პრემიერ ლიგაც შემოვიდა - საბა გოგლიჩიძის მსურველთა რიცხვი გაიზარდა

ივნ. 23, 2025 - 01:57
 0
საქმეში პრემიერ ლიგაც შემოვიდა - საბა გოგლიჩიძის მსურველთა რიცხვს ინგლისიც დაემატა

საბა გოგლიჩიძის ირგვლივ სატრანსფერო ინტერესი იზრდება, ქართველმა მცველმა შესაძლოა, მალე იტალიიდან ინგლისს მიაშუროს.

იტალიური "ემპოლის“ 22 წლის ქართველი ფეხბურთელი ახლა უკვე პრემიერ ლიგის ორი კლუბის, "სანდერლენდისა" და "ნოტინგემ ფორესტის" რადარზეა — ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა On The Minute ავრცელებს.

როგორც წყარო იუწყება, ორივე ინგლისური კლუბი ემპოლის მიერ მოთხოვნილი 7-8 მილიონი ევროს გადახდაზე მზად არის, რაც ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერს რეალურ საფრთხე-შანსად აქცევს იტალიური კლუბისთვის.

შეგახსენებთ, რომ გოგლიჩიძის ტრანსფერით "რომა" და "ლაციოც" ინტერესდებიან და ამ ეტაპზე ერთი რამ ცხადია — საბა ევროპული სატრანსფერო ბაზრის ერთ-ერთ ცხელი სახელად იქცა.

გოგლიჩიძემ მიმდინარე სეზონი 36 ჩატარებულ შეხვედრაში 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ახალგაზრდა მცველი უკვე ეროვნული ნაკრების ნაწილიც გახდა, ხოლო ახლა მას კარიერული წინსვლის რეალური შანსი აქვს — პრემიერ ლიგის მაღალ დონესთან შეჯახება შესაძლოა, ახალ ფაზაში გადაიყვანოს მისი პროგრესი.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow