საშინელი სერია გრძელდება - დინამო ბათუმმა ამჯერად დილასთან წააგო
გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი საშინელ ფორმაშია

ზოგადად გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს კატასტროფული სერია აქვს. აჭარულ კლუბს ბოლო 6 შეხვედრიდან 3 ფრე და 3 მარცხი აქვს, წაგებები კი ბოლო სამ მატჩზე ზედიზედ გადანაწილდა.
მთავარი მწვრთნელის, გიორგი ჭიაბრიშვილის თქმით, ყველაფერი დიდი ტრავმიანობის ბრალია და გუნდის ცუდ სერიასაც ეს განაპირობებს.
დინამო ბათუმი ამ მომენტისთვის შიდა ჩემპიონატის მე-4 ადგილს 24 ქულით იკავებს.
What's Your Reaction?






