“სახელმწიფოსგან არანაირი ხელშეწყობა არაა” – შაფრანის ბიზნესის პერსპექტივა საქართველოში

„საერთაშორისო ბაზარზე 1 გრამი შაფრანის ფასი $8-ია“, – ამის შესახებ BM.GE-სთან მეწარმე რუსუდან ხარაბაძემ ისაუბრა, რომელიც უკვე რამდენიმე წელია კახეთში შაფრანს აწარმოებს და წუხს იმის გამო, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული სუნელი საქართველოში ნაკლებად ცნობილია და მისი პოპულარიზაციით ვერც სოფლის მეურნეობის სამინისტრო დააინტერესა. “ევროპული ბაზრებიდან, სადაც შაფრანი არ იწარმოება, მოთხოვნა მოდის, თუმცა სახელმწიფოსგან დახმარებაა […]

აპრ. 21, 2025 - 20:27
 0
“სახელმწიფოსგან არანაირი ხელშეწყობა არაა” – შაფრანის ბიზნესის პერსპექტივა საქართველოში

„საერთაშორისო ბაზარზე 1 გრამი შაფრანის ფასი $8-ია“, – ამის შესახებ BM.GE-სთან მეწარმე რუსუდან ხარაბაძემ ისაუბრა, რომელიც უკვე რამდენიმე წელია კახეთში შაფრანს აწარმოებს და წუხს იმის გამო, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული სუნელი საქართველოში ნაკლებად ცნობილია და მისი პოპულარიზაციით ვერც სოფლის მეურნეობის სამინისტრო დააინტერესა.
“ევროპული ბაზრებიდან, სადაც შაფრანი არ იწარმოება, მოთხოვნა მოდის, თუმცა სახელმწიფოსგან დახმარებაა საჭირო, რომ პროდუქტის წარმოების პოპულარიზაცია მოხდეს… ჩვენთან ბაზარზე საერთოდ არ არის მოთხოვნა, რადგან არანაირი ხელშეწყობა არაა, რომ მომხმარებელი დაინტერესდეს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს არაერთხელ მივმართე, თუმცა არ ესმით… ყველაფერს კლასიკურად უყურებენ – “მარტო კიტრი და პომიდვრის მოყვანა”. საქართველოში შაფრანის მოსავალი მოდის, თუმცა მისი რეალიზაცია გამოწვევაა. ამდენი დაუმუშავებელი მიწაა, სადაც შეიძლება შაფრანი გაშენდეს და ქვეყანას ძალიან დიდი შემოსავალი მოუტანოს. უბრალოდ, ამას ჯერ ვერავინ იაზრებს. 1 გრამი შაფრანის ფასი $8-ია. ჯამში, 1.5 კგ შაფრანს ვაწარმოებთ.
გასულ წლებში, ოჯახური პირობების გამო პროდუქტის ექსპორტი ვერ შევძელი, თუმცა ახლა სხვადასხვა ბაზრიდან მოთხოვნა წამოვიდა და სავარაუდოდ, შაფრანს ექსპორტზე გავიტან (ბაზრები არ კონკრეტდება), თუმცა აქაც მნიშვნელოვანია სახელმწიფოს დახმარება. საქართველოში მართლა ძალიან მაღალი ხარისხის შაფრანი მოდის, უბრალოდ, ქვეყნის პოპულარიზაცია არ ხდება“, – ამბობს მეწარმე და აღნიშნავს, რომ ანალოგიური ხარისხის შაფრანი, როგორიც საქართველოში მოდის, ევროპის ისეთ ქვეყნებთან შედარებით, როგორიც საბერძნეთი, იტალია და ესპანეთია, უფრო იაფია. ხოლო ირანის შაფრანმა ანალიზებში საკმაოდ დაბალი დონე აჩვენა.
“მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მაღალი ხარისხის შაფრანის მწარმოებელი ქვეყნის სტატუსი მიეცეს, რაც საერთაშორისო ბაზრების მოთხოვნაზეც აისახება”, – აღნიშნა მან.
მეწარმის დაკვირვებით, საგულისხმოა, ის ფაქტი, რომ ამ პროდუქტს ვერანაირი სტიქია თუ მღრღნელები ვერ აზიანებს. ყველაზე მარტივი მოსაყვანია და დიდი შემოსავლის მიღებაა შესაძლებელი.
ინფორმაციისთვის: შაფრანის ბაღები ფერმერს კახეთში, საგარეჯოში აქვს გაშენებული. ნედლეული მეწარმემ ჰოლანდიიდან ჩამოიტანა და მეურნეობის მოსაწყობად 10 000 ევროს მოცულობის ინვესტიცია ჩადო. საწყის ეტაპზე, რუსუდან ხარაბაძემ მეურნეობიდან თავდაპირველად 300 გრამი აწარმოვა, შემდგომ 800 გრამი, ამ დროისათვის კი, 1.5 კილოგრამ შაფრანს აწარმოებს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow