„სემეკში ითქვა, რომ ნეტო დარიცხვის მოდელის შემოღება ივლისის ბოლოსკენ იქნება შესაძლებელი“ – თორნიკე დარჯანია

“ენერგო პრო ჯორჯიას” აბონენტები მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურები ნეტო დარიცხვის სისტემაში ჩართვას სავარაუდოდ, ივლისის ბოლოდან შეძლებენ. ამის შესახებ სემეკში კერძო სექტორთან შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. მზის ენერგიის განვითარების ასოციაციის თანადამფუძნებელი „საქმის კურსთან“ ინტერვიუში განმარტავს, რომ თელასის ქსელში ნეტო აღრიცხვის მოდელი ლიმიტის შევსებამდე იქნება შენარჩუნებული, “ენერგო პრო ჯორჯიას” ქსელში არსებული ლიმიტის ამოწურვის გამო ნეტო აღრიცხვის სისტემა 28 თებერვლიდან […]

ივნ. 19, 2025 - 00:57
 0
„სემეკში ითქვა, რომ ნეტო დარიცხვის მოდელის შემოღება ივლისის ბოლოსკენ იქნება შესაძლებელი“ – თორნიკე დარჯანია

“ენერგო პრო ჯორჯიას” აბონენტები მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურები ნეტო დარიცხვის სისტემაში ჩართვას სავარაუდოდ, ივლისის ბოლოდან შეძლებენ. ამის შესახებ სემეკში კერძო სექტორთან შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.
მზის ენერგიის განვითარების ასოციაციის თანადამფუძნებელი „საქმის კურსთან“ ინტერვიუში განმარტავს, რომ თელასის ქსელში ნეტო აღრიცხვის მოდელი ლიმიტის შევსებამდე იქნება შენარჩუნებული, “ენერგო პრო ჯორჯიას” ქსელში არსებული ლიმიტის ამოწურვის გამო ნეტო აღრიცხვის სისტემა 28 თებერვლიდან შეჩერებულია, შესაბამისად სემეკის განმარტებით, მომხმარებლებს ივლისის ბოლოდან ახალ სისტემაში ჩართვა შეეძლებათ.
ასოციაციას მიაჩნია, რომ ქსელში გადადინებული ელექტროენერგიის შესყიდვისთვის დადგენილი ტარიფები, რაც “ენერგო პრო ჯორჯია მიწოდებისთვის” 5,5 თეთრი, “თელმიკოს” შემთხვევაში კი 8,5 თეთრია, არ არის დამაკმაყოფილებელი და ფიზიკურ პირებში ეს მოდელი სავარაუდოდ, არ იმუშავებს.
თორნიკე დარჯანიას თქმით, სემეკის მიერ შეთავაზებული ალტერნატიული წინადადებით, ქსელში ჭარბად გადადინებული ელექტროენერგიის შესყიდვა თავისუფალ მიმწოდებლებსაც შეეძლებათ, რომლებიც დღეს ბაზარზე დაახლოებით, 5,3 ცენტამდე ტარიფად ვაჭრობენ.
„კანონი უკვე მიღებულია, რომელმაც თქვა, რომ 2033 წლამდე ნეტო აღრიცხვის სისტემა იქნება შენარჩუნებული იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც ნეტო აღრიცხვის სისტემაში უკვე ჩაერთნენ. მეორე, კანონმა თქვა, რომ ნეტო აღრიცხვის ალტერნატივა, გარდამავალი მოდელი იქნება გადასვლა უკვე ნეტო დარიცხვის მოდელზე.
თელასში ისევ ნეტო აღრიცხვის მოდელი მოქმედებს, რაც 2027 წლამდე იქნება შენარჩუნებული, თუ ქსელში ლიმიტი არ შეივსო. ჩვენი ინფორმაციით, ეს ლიმიტი ჯერ კიდევ არსებობს და თბილისის ტერიტორიაზე მომხმარებლები ნეტო აღრიცხვაში ერთვებიან. რაც შეეხება ენერგო პრო ჯორჯიას, იქ ნეტო აღრიცხვის სისტემა შეჩერებულია 28 თებერვლიდან და ველოდებით ნეტო დარიცხვის მოდელს.
მიღებული კანონის საფუძველზე, სემეკში ითქვა, რომ ივლისის ბოლოსკენ, შესაძლებლობა იქნება ნეტო დარიცხვის მოდელი იქნეს შემოღებული და ამ პერიოდიდან შესაძლებლობა ექნებათ მომხმარებლებს, რომ ჩაერთონ ახალ სისტემაში.
სემეკმა წარმოადგინა კონცეფცია, პირველადი მონახაზი, რაც გულისხმობს იმას, რომ ქსელში გადადინებული ელექტროენერგიის, ანუ სიჭარბე თუ აქვს, რაც აქამდე იქვითებოდა ნეტო აღრიცხვაში, ნეტო დარიცხვაში ეს გაქვითვა აღარ მოხდება. მოხდება ამის შესყიდვა და წარმოდგენილი კონცეფციით, ეს იქნება უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის ტარიფი 5,5 თეთრი ენერგო პროს ქსელში, 8,5 თეთრი თელასის ქსელში. ეს ტარიფი არ არის დამაკმაყოფილებელი, ამ კუთხით განსაკუთრებით ფიზიკურ პირებში მაინცდამაინც არ გვგონია, რომ იმუშავებს.
წარმოდგენილი იყო მეორე ალტერნატივა სემეკის მხრიდან, რაც სიახლე იყო, რომ შესაძლებლობა იქნება, რომ ქსელში ჭარბად გადადინებული ელექტროენერგია იყიდოს თავისუფალმა მიმწოდებელმა. ანუ არ იყიდოს ეს ენერგო პრო ჯორჯია მიწოდებამ, არ იყიდოს თელმიკომ, არამედ შეისყიდოს თავისუფალმა მიმწოდებელმა.
დღეს ბაზარზე თავისუფალი მიმწოდებლები დაახლოებით 5,3 ცენტამდე ტარიფად ვაჭრობენ. ჩვენ გვაქვს საბითუმო ბაზარი, მომხმარებლები არ ყიდულობენ ელექტროენერგიას თელმიკოსგან ან ეპ ჯორჯია მიწოდებისგან, არამედ ყიდულობენ პირდაპირი მიმწოდებლებისგან. ეს შეიძლება იყოს თავისუფალი მიმწოდებელი, შეიძლება ტრეიდერის გავლით ან ა.შ
ჩვენ გვქონდა კონსულტაციები თავისუფალ მიმწოდებლებთან და მათ გამოთქვეს ინტერესიც, რომ ეს შეიძლება იყოს მათთვის საინტერესო. მაგალითად პირი, ამონტაჟებს მზის ელექტროსადგურს, მაგრამ სიჭარბის შესყიდვაზე ორი ალტერნატივა ექნებათ, ან მიყიდოს ენერგო პრო ჯორჯია მიწოდებას ან თელმიკოს, ან მიყიდოს თავისუფალ მიმწოდებელს და შეუთანხმდეს კონკრეტულ ფასზე. ეს ორი მოცემულობაა“,-განმარტა თორნიკე დარჯანიამ „საქმის კურსთან“ ინტერვიუში.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow