"სიტის შემდეგ ფეხბურთს ისევ ვითამაშებ" - კევინ დე ბრუინი

ბელგიელი ნახევარმცველი კარიერის დამთავრებას არ აპირებს

აპრ. 13, 2025 - 01:27
 0
"სიტის შემდეგ ფეხბურთს ისევ ვითამაშებ" - კევინ დე ბრუინი
რამდენიმე საათის წინ, მანჩესტერ სიტიმ პრემიერ ლიგაში კრისტალ პალასი 5:2 დაამარცხა, მატჩის საუკეთესო კი კევინ დე ბრუინი გახდა.

ბელგიელმა ნახევარმცველმა მეტოქეს ლამაზი ჯარიმა გაუტანა და საგოლე გადაცემაც გააკეთა, მატჩის შემდეგ კი კევინმა ასეთი კომენტარი გააკეთა:

მანჩესტერ სიტის შემდეგ კვლავ მსურს, რომ ფეხბურთი ვითამაშო. ვნახოთ, თუ სად იქნება შესაძლებელი ამ ყველაფრის გაკეთება.

- თქვა დე ბრუინმა.

შეგახსენებთ, რომ დე ბრუინი მანჩესტერს სეზონის ბოლოს ოფიციალურად დატოვებს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow