სკანდალი სკანდალზე - 18 წლის ლამინ იამალს სასამართლოში უჩივიან

ლამინ იამალი 13 ივლისს 18 წლის გახდა და ახალგაზრდა ვარსკვლავის საიუბილეო წვეულება საზოგადოების განხილვის საგნად იქცა

ივლ. 14, 2025 - 19:57
 0
სკანდალი სკანდალზე - 18 წლის ლამინ იამალს სასამართლოში უჩივიან
ლამინ იამალი 13 ივლისს 18 წლის გახდა და ახალგაზრდა ვარსკვლავის საიუბილეო წვეულება საზოგადოების განხილვის საგნად იქცა.

როგორც მედია იუწყება, ესპანელმა ფორვარდმა თავის დაბადების დღეზე გასართობად ჯუჯები დაიქირავა, რათა წვეულება უფრო მხიარული გამხდარიყო.

ამ ფაქტმა უკურეაქციის გარეშე არ ჩაიარა და იამალს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ესპანეთის კონფედერაციის წევრმა ორგანიზაციამ სასამართლოში უჩივლა.

გავრცელებული ინფორმაციით, ორგანიზაცია აპირებს, რომ ისინი მიიღებენ როგორც სამართლებრივ, ისე სოციალურ ზომებს, რათა ადგილი არ ჰქონდეს შშმ პირების დისკრიმინაციის გაღვივებას.

სხვათა შორის, ჯუჯების დაქირავება კანონდარღვევაა და იამალს ამ საქმიდან "გამოძრომა" იოლად არ გამოუვა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow