სოლომონ მანაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა [VIDEO]

ბრატისლავაში თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატზე სოლომონ მანაშვილმა (125 კგ) ვერცხლის, ხოლო მირიან მაისურაძემ (92 კგ) კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მინაშვილმა აზამატ ხოსონოვი (საბერძნეთი) და კამილ კოშციოლეკი (პოლონეთი) დაამარცხა, ფინალში კი აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშველდიშვილთან დამარცხდა. მაისურაძემ ბრინჯაოსთვის ბრძოლა იარასლაუ იადკოუსკის (ბელარუსი) 5:0 მოუგო. შეგახსენებთ, გუშინ გივი მაჭარაშვილი (97 კგ) ჩემპიონი გახდა, ბრინჯაოს მედლებს კი […]

აპრ. 10, 2025 - 03:27
 0
სოლომონ მანაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა [VIDEO]

ბრატისლავაში თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატზე სოლომონ მანაშვილმა (125 კგ) ვერცხლის, ხოლო მირიან მაისურაძემ (92 კგ) კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
მინაშვილმა აზამატ ხოსონოვი (საბერძნეთი) და კამილ კოშციოლეკი (პოლონეთი) დაამარცხა, ფინალში კი აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშველდიშვილთან დამარცხდა.
მაისურაძემ ბრინჯაოსთვის ბრძოლა იარასლაუ იადკოუსკის (ბელარუსი) 5:0 მოუგო.
შეგახსენებთ, გუშინ გივი მაჭარაშვილი (97 კგ) ჩემპიონი გახდა, ბრინჯაოს მედლებს კი აკაკი ქემერტელიძე (70 კგ) და ვლადიმერ გამყრელიძე (79 კგ) დაეუფლნენ.
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ტურნირი 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლით დაასრულა

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow