“სოფი ლორენის ვაჟი მცხეთაში მოინათლა და გაბრიელი დაერქვა…” – ნახეთ, რას წერს მამა გაბრიელის სულიერი შვილი
იტალიელი დირიჟორი კარლო პონტი მართლმადიდებლად მოინათლა. თქვენ იცით, რომ კარლო მსოფლიო ლეგენდის – სოფი ლორენისა და ასევე ლეგენდარული რეჟისორის – კარლო პონტის უფროსი ვაჟია. 56 წლის მუსიკოსს ქართველი საცოლე ჰყავს. მარიამ შარმანაშვილსაც იცნობს ქართველი (და უკვე მსოფლიო) პუბლიკა. წყვილმა პანდემიის დროს ინტერნეტით გაიცნო ერთმანეთი. მალე ქართველ ქალზე თავდავიწყებით შეყვარებული კარლო საქართველოში ჩამოვიდა. მას შემდეგ წყვილი … “სოფი ლორენის ვაჟი მცხეთაში მოინათლა და გაბრიელი დაერქვა…” – ნახეთ, რას წერს მამა გაბრიელის სულიერი შვილი Read More » The post “სოფი ლორენის ვაჟი მცხეთაში მოინათლა და გაბრიელი დაერქვა…” – ნახეთ, რას წერს მამა გაბრიელის სულიერი შვილი appeared first on elNews.ge.

იტალიელი დირიჟორი კარლო პონტი მართლმადიდებლად მოინათლა. თქვენ იცით, რომ კარლო მსოფლიო ლეგენდის – სოფი ლორენისა და ასევე ლეგენდარული რეჟისორის – კარლო პონტის უფროსი ვაჟია.
56 წლის მუსიკოსს ქართველი საცოლე ჰყავს. მარიამ შარმანაშვილსაც იცნობს ქართველი (და უკვე მსოფლიო) პუბლიკა.
წყვილმა პანდემიის დროს ინტერნეტით გაიცნო ერთმანეთი. მალე ქართველ ქალზე თავდავიწყებით შეყვარებული კარლო საქართველოში ჩამოვიდა. მას შემდეგ წყვილი თავს ბედნიერად გრძნობს. სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობენ, როცა კი ამის საშუალებას დირიჟორის გრაფიკი იძლევა. მარიამი რამდენიმე თვის წინ იტალიელი ვარსკვლავის 90 წლის საიუბილეო საღამოზე იმყოფებოდა და სადედამთილოს პირადად მიულოცა დაბადების დღე.
გუშინ კი, მცხეთის სამთავროს მონასტერში კარლო მოინათლა. მას ჩვენი წმინდა მამის, მამა გაბრიელის პატივსაცემად დაერქვა გაბრიელი.
“მეგობრებო, საოცარი რამ მოხდა სამთავროს მონასტერში. გუშინ მოინათლა სოფი ლორენის შვილი და მას დაერქვა გაბრიელი. ქორწილს აქ აპირებს და როგორც ითქვა, ქორწილში სოფი ლორენი ჩამოდის” – წერს ფეისბუქზე მალხაზ ჯინორია, მამა გაბრიელის სულიერი შვილი.
ნახეთ ფოტოები.
The post “სოფი ლორენის ვაჟი მცხეთაში მოინათლა და გაბრიელი დაერქვა…” – ნახეთ, რას წერს მამა გაბრიელის სულიერი შვილი appeared first on elNews.ge.
What's Your Reaction?






