"სულ რომ წესი კრძალავდეს, თქვენ მაინც უნდა გაუგზავნოთ მედალი" - რას წერს ნაპოლის ფანი კვარაზე

რთ-ერთი ნაპოლის გულშემატკივარი წერს, რომ ქართველი ფეხბურთელი მედალს და დაფასებას მაინც იმსახურებს

მაი. 25, 2025 - 20:27
 0
"სულ რომ წესი კრძალავდეს, თქვენ მაინც უნდა გაუგზავნოთ მედალი" - რას წერს ნაპოლის ფანი კვარაზე
ნაპოლიმ სკუდეტო კიდევ ერთხელ მოიგო. მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა შუა სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას სახით მთავარი ლიდერი დაკარგა, ანტონიო კონტემ კოლექტივი მაინც გადააწყო და ქალაქს ისტორიაში მე-4 იტალიის ჩემპიონობა მოუტანა.

ბოლო დღეებში აქტუალური გახდა ოქროს მედალზე საუბარი. სამწუხაროდ, მას ხვიჩა კვარაცხელია ვერ მიიღებს, რადგან წესებით მედალი მხოლოდ იმ მოთამაშეებს უნდა გადაეცეთ, რომლებიც ჩემპიონობის მომენტში გუნდის განაცხადში იქნებიან.

მიუხედავად ამისა, ერთ-ერთი ნაპოლის გულშემატკივარი წერს, რომ ქართველი ფეხბურთელი მედალს და დაფასებას მაინც იმსახურებს.

არ მადარდებს წესები, გაუგზავნეთ მასაც ოქროს მედალი! კვარა არის ფეხბურთელი, რომელმაც ნაპოლის დიდებას ჩაუყარა საფუძველი. მის გამო ხალხმა ჩვენი თამაშების ყურება, სტადიონებმა კი შევსება დაიწყო, რამაც კლუბის შემოსავალი გაზარდა. ჟურნალები და გაზეთები მუდმივად მის გვარს ატრიალებდნენ. ახლაც ნახევარი სეზონი ხომ იყო ჩვენთან, თანაც მილანს როგორი გოლი გაუტანა! სულ რომ წესი კრძალავდეს, თქვენ მაინც უნდა გაუგზავნოთ მედალი.

- წერს ნაპოლის გულშემატკივარი.

თავის მხრივ, კვარა ნაპოლის ჩემპიონობას გამოეხმაურა და ყოფილ გუნდს დიდი გამარჯვება მიულოცა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow